7 წლის ბავშვის თვითმკვლელობის ახალი დეტალები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მომხდარი 7 წლის ბავშვის თვითმკვლელობის შესახებ ოჯახის ახლობლები და მასწავლებელი „გურიის მოამბესთან“ მომხდარის შესახებ დეტალებს იხსენებენ:
„სახლში არ ვიყავი, რეისიდან მოვდიოდი მეზობელმა დამირეკა რა ხდება თქვენსკენ კივილიაო, ჩემს მეუღლეს დავურეკე და მითხრა, რომ რეზიკომ თავი ჩამოიხრჩოო. შემთხვევა 4 საათიდან 6 საათამდე მოხდა. ბავშვი ნერვიული არ იყო, ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი იყო. გამარჯობის თქმას ვერ მოასწრებდი. მან იცის და მისმა ღმერთმა თუ რატომ მიიყვანა თავი თვითმკვლელობამდე 7 წლის ბავშვმა , გარდაცვლილი დედამ იპოვა. მანამდე ბავშვს ძაღლი ყავს ანაშვები, რომ ეზოში არავინ შემოსულიყო, თვითმკვლელობა წინასწარ აქვს განსაზღვრული და რატომ, არ ვიცი" -გვიყვება ოჯახის ახლო ნათესავი გოჩა ბახტაძე.

"ჩვეულ განწყობაზე იყო, რამე განსაკუთრებული არ შეგვიმჩნევია. წავიდა დედა ქალაქში, რომ ზეიმისთვის ფორმა ეყიდა, დაბრუნდა და დახვდა ეს ამბავი. სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. დედამ ჩამოხსნა, დაჩოქილი დაუხვდა" - გვიყვება ოჯახის ნათესავი, ზირა ბახტაძე.

"მე, როგორც პედაგოგი, ბავშვის ფსიქიკას კარგად ვიცნობ, იყო მოწესრიგებული, თვალებში შესცქეროდა ყველას. იმ დღეს ძალიან კარგ ხასიათზე იყო. მიკროფონი მივეცი და ისე თქვა ლექსი, მისი თვალები სიხარულისგან ბრწყინავდა, შევაქე, რა კარგი ბიჭი ხარ თქო. ბავშვისგან ამას არ ველოდი. როგორც პედაგოგი ვფიქრობ, რომ იქნებ ბავშვური სიცელქე იყო. იქნებ რამე ფილმი ნახა და ბავშვურად მისი განხორციელება უნდოდა. მობლებიდან ან სხვისი მხრიდან ზეწოლას გამოვრიცხავ" გვიყვება დაწყებითების პედაგოგი ნარი მექვაბიშვილი.


newposts.ge