ეს XXI საუკუნის ახალი სექსუალური ორიენტაციაა - პანსექსუალიზმი

მეცნიერების მტკიცებით, XXI-ე საუკუნეში წარმოიშვა ახალი სექსუალური ორიენტაცია - პანსექსუალიზმი. პანსექსუალისტისთვის პარტნიორის არჩევისათვის მთავარია მასთან სულიერი სიახლოვე, კომფორტის განცდა და არა მისი სქესი, საკუთარი თუ პარტნიორის სექსუალური ორიენტაცია. შესაბამისად, პანსექსუალმა თავის პარტნიორად შეიძლება აირჩიოს ნებისმიერი ადამიანი და თქვენ წარმოიდგინეთ საგანიც კი - ამის დამადასტურებელია ე.წ. უცნაური ქორწინებები, რომელიც ასე მომრავლდა მსოფლიოში, - საკუთარ თავზე დაქორწინება, კატასა თუ სხვა ცხოველზე ქორწინება, ხოლო ერთი ამერიკელი საკუთარ ნოუთბუქზეც კი დაქორწინდა.

მეცნიერები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა არის ამგვარი განწყობების წარმოშობის მიზეზები, შესაძლოა, ეს არის ახალგაზრდობის სურვილი, გაერკვნენ საკუთარ მისწრაფებასა და ინტიმური ურთიერთობების საკითხებში.