
თუ თქვენს სარეცხ მანქანაში ამას შენიშნავთ აუცილებლად მიმართეთ ამ ხერხს! ეფექტურია
- 2015-12-28 21:51:19
- 4326 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ დროთა განმავლობაში სარეცხი მანქანიდან გამოღებულ სარეცხს უსიამოვნო სუნი უჩნდება. ამის მიზეზი კი ეს საშინელი სოკოა, რომელიც აავადებს როგორც ადამიანს ისე ცხოველს.
ეს სოკო იქ ჩნდება, სადაც მისთვის შესაფერისი გარემოა (სისველე და სითბო).
აი რა იწვევს ამ სოკოს გაჩენას:
30-40 °С-ზე რეცხვა;
წყლის დარჩენა მანქანაში;
მანქანის არასწორი მოვლა;
მანქანის მუდამ დახურულ მდგომარეობაში ყოფნა (როდესაც კარს მხოლოდ სარეცხის გამოღებისას აღებთ);
მჭიდროდ ჩაკეტილი კარი;
იმისთვის, რომ მანქანა სოკოსგან გაასუფთავოთ დაგჭირდებათ:
გამწმენდი ქიმიური საშუალება, რომლის შემადგენლობაში იქნება ქლორი;
სარეცხი ღრუბელი, რომელიც გასუფთავებაში დაგეხმარებათ:
რეზინის ხელთათმანი;
25 გრ. ლიმონის მჟავა;
როგორ მოვიქცეთ?
პირველ რიგში ერთჯერადი ხელსახოცით გამოწმინდეთ სარეცხი მანქანა, შემდეგ მანქანაში ჩაასხით გამწმენდი ქიმიური საშუალება (2 საათის განმავლობაში). შემდეგ კი ჩართეთ რეჟიმი “გავლება”, შემდეგ ჩაასხით მასში ლიმონის მჟავა და მანქანა ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე ამუშავეთ.
ამ პროცედურის შემდეგ თქვენი სარეცხი მანქანა ახალივით იქნება. გირჩევთ მანქანა მსგავსად თვეში რამდენჯერმე გაწმინდოთ, რათა სოკო სამუდამოდ გაქრეს.
არ დაგავიწყდეთ რეზინის ხელთათმანით სარგებლობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი კანი დაზიანდეს.
aww.ge