აი სად და ვისთან ერთად შეხვდება ქეთა თოფურია ახალ წელს!

"სამოსთან დაკავშირებით ხშირად მომმართავდნენ თხოვნებით - მათთვის რჩევა მიმეცა"

მომღერალ ქეთა თოფურიასთან გასაუბრება მაშინ მოვახერხეთ, როდესაც მუსიკალურ პროექტ VOISE-ის მორიგი კონცერტის დაწყების წინ მაკიაჟს იკეთებდა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ჩვენი საუბარიც სწორედ ამ პროექტით დაიწყო. (ფოტოგალერეა)

- ქეთა, გყავს ფავორიტი ამ პროექტში?
- ფავორიტები მყავს. მხოლოდ ერთი რჩეული - არა. ყველა მონაწილე ძალიან მომწონს, ვინც კი ამ ეტაპზე დარჩა პროექტში. ვგულშემატკივრობ და ვცდილობ მოვეხმარო კარგი სახით წარვუდგინო ისინი მაყურებელს. უკვე დიდწილად მაყურებელის გადასაწყვეტია, ვინ გაიმარჯვებს. ბევრი კარგი მონაწილეა, თუმცა გამოყოფა გამიჭირდება.

- ამბობენ, ქეთამ ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთაო თავისი გუნდის წევრებსო, - როგორც ვიცი, თქვენი ბრენდის KETIone სამოსით დააჯილდოვეთ...
- ვცდილობ, რომ ყველა კარგად გამოიყურებოდეს. ამიტომ მოვარგე ეს სამოსიც, რომელიც, რა თქმა უნდა, მათ დარჩებათ ჩემგან საჩუქარად. - მუსიკალურ სფეროში მოპოვებული წარმატების შემდეგ, მოდის სფეროშიც ცდილობთ ადგილის დამკვიდრებას. - ეს ყველაფერი შარშან დავიწყეთ და კარგად წავიდა საქმე. იმედია,ასევე გაგრძელდება.


- რამ, ან ვინ ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ სერიოზულად მოგეკიდათ ხელი ამ წამოწყებისთვის?
- სამოსთან დაკავშირებით ხშირად მომმართავდნენ თხოვნებით - მათთვის რჩევა მიმეცა. მკერავი მყავს, რომელიც ერთხელაც ჩემთან იყო მოსული და ჩემი მოდელით შექმნილ კაბას მარგებდა. ამ პროცესს შეესწრო ერთი ჩემი მეგობარი და შემომჩივლა: შემიკერე რამე, დავიღალე დიზაინერებთან სიარულითო. მე რა უნდა შეგიკერო, მოგიგონებ მოდელს, აგერ მკერავი და შეგიკერავს-მეთქი. იმან საპასუხოდ მითხრა, შენ ადგილას ბრენდს გავაკეთებდი, რატომ არ გინდა ამ საქმეს მოჰკიდო ხელიო? მაგის თავი არ მაქვს-მეთქი, - წავიწუწუნე. ჩემი ხათრი თუ გაქვს, სერიოზულად იფიქრე ამაზეო, - არ მომეშვა. იმდენად სერიოზული და ცოტა არ იყოს, კატეგორიული იყო, დავპირდი, შენ რომ წახვალ დავხატავ, თუ გამომივა, გამომივა-მეთქი... როდესაც წავიდა მართლაც დავჯექი და დავხატე, ასე დავიწყე ჭრა-კერვა... წაიკითხეთ  სრულად