7 ნიშანი იმისა, რომ ქალი აღგზნებულია!

ქალის მზადყოფნა სექსისთვის ფასდება სექსუალური  აგზნებით. თუკი ქალის სათანადოდ აგზნებული არ არის, სექსის დროს ვერ მიიღებს სიამოვნებას და შესაბამისად ხშირია, ანორგაზმიის პრობლემა.

მეცნიერულად გამოყოფილია ქალის აგზნების რამდენიმე ნიშანი, ქვემოთ საუბარი სწორედ ამ ნიშნებზე იქნება.

გასათვალისწინებელია, რომ ყველა ქალი არის ინდივიდუალური და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი შეიძლება სულაც არ ჰქონდეს, ან გამოხატული იყოს სუსტად. ეს ნიშნები დადგენილია კვლევაში მონაწილე ქალების უმრავლესობაში, ამიტომაც სახელდება აგზნების ობიექტურ ნიშნებად. მათი არ არსებობა არ გამორიცხავს ქალის აგზნებას!!!

საუბრის შეწყვეტა – სექსუალური სიამოვნების პიკის დროს ქალის ხმა ხდება დაბალი, შეკითხვებზე პასუხი ძირითადად „კი“, ან „არა“. ორგაზმის დროს ქალი წყვეტს საუბარს;

სახის სიწითლე – თავისკენ სისხლის მაქსიმალური მიდინების გამო ქალის სახე ხდება მოჭითალო-მოვარდისფრო;

სუნთქვა – სუნთქვა ხდება ხშირი და ზედაპირული, იშვიათი ღრმა ჩასუნთქვით. ქალს არ ჰყოფნის ჰაერი, რის გამოც ნესტოების ფართოვდება და ბოლოს ქალი იწყებს პირით სუნთქვას;

პირი და ტუჩები – იმის გათვალისწინებით, რომ ქალი პირით სუნთქვს, პირი ოდნავ გახსნილია და ტუჩები მშრალი;

ყელის სიმშრალე – ყელის სიმშრალე აგრეთვე დამახასიათებელია პირით სუნთქვისთვის. იწყება ნერყვის ხშირი ყლაპვა;

დახუჭული თვალები –
ქალი კონცენტრირებულია ალერსზე, რაც გამოიხატება ხშირად თვალების დახუჭვით;

ოფლიანობა – სიამოვნების დროს გამოყოფილი ადრენალინი იწვევს საოფლე ჯიკრვლების სტიმულაციას და იმატებს ოფლიანობა;

სხეულის კანკალი და დაძაბულობა – ქალის სხეული სიამოვნების პიკის დროს იძაბება, გარკვეულ უბნებში (მუცელი და თეძოები) აღინიშნება კანკალი;

დვრილების გადიდება – ქალის ძუძის დვრილები დიდდება და ხდება მკვრივი, რადგანაც ისინიც იმავე ერექტიულ ქსოვილოვანი შენებისაა, როგორც პენისის თავი;

მუცლის გამობერვა – აგზნებული ქალი რეფლექსურად ბერავს მუცელს;

თეძოების მოჭერა – ქალის სექსის დროს სიამოვნების გასაძლიერებლად თეძოებს უჭერს, რათა მოახდინოს კლიტორის და მცირე სასირცხვო ბაგეების დამატებითი სტიმულაცია;

საშოს სეკრეციის გაორმაგება – ქალის საშოს სეკრეცია ძლიერდება აგზნების მატებასთან ერთად. სექსია გარეშეც აგზნებული ქალის საცვალი შეიძლება შესამჩნევად დასველდეს აგზნების დროს;

მამაკაცის სასქესო ორგანოებითან შეხებისკენ სწრაფვა – ქალების დიდ ნაწილში სიამოვენბის პიკის დროს აღინიშნება მამაკაცის სასქესო ორგანოების სტიმულაციუის და უბრალოდ შეხების სურვილი.

geosexmd.com