
როგორ გავითეთროთ ფრჩხილები სწრაფად და მარტივად? ყველაზე ეფექტური მეთოდები
- 2015-12-31 09:53:01
- 7414 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს ძვირადღირებული საშუალებების გარეშე?
მიირთვით ხილი და ბოსტნეული
ეს ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ბოსტნეული და ხილი მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, რაც ჩვენი თმის და ფრჩხილების სილამაზისთვის მნიშვნელოვანია.
ხელები დაიბანეთ
ხელები ნატურალური საპნით და თბილი წყლით დაიბანეთ.
სკრაბი ფრჩხილების გათეთრებისთვის
ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ: 4 ჩ/კ საკვები სოდა და 1 ჩ/კ წყალი. აურიეთ ერთმანეთს ეს 2 ინგრედიენტი. მიღებულ მასაში რბილი კბილის ჯაგრისი ამოავლეთ და ფრჩხილები დაიმუშავეთ.
ნიღაბი ფრჩხილების გათეთრებისთვის
4 ს/კ ლიმონის წვენს 3 ს/კ თბილი წყალი შეურიეთ. ამ ნარევში თითები 10 წუთით ჩადეთ. შეგიძლიათ ასევე პომიდვრის წვენი გამოიყენოთ. აურიეთ ერთმანეთს 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და ½ ჭიქა პომიდვრის წვენი. ამ მასაში თითები 10 წუთით ჩადეთ და ნიღაბი წყლით ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის გამეორება რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ.
aww.ge