
როგორ გადავაქციოთ სანთელი იდეალურ საჩუქრად? ძალიან ორიგინალურია
- 2016-01-05 09:59:28
- 8269 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რა არის საკუთარი ხელებით გაკეთებულ ორიგინალურ საჩუქარზე უკეთესი?
1.ფილები
ამ სუვენირის შექმნისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
თეთრი კერამიკული ფილები
წებო
შავი თექა
ფოტოები
წაუსვით ფილას წებო, სურათი დაადეთ, ზემოდან კი წებოს კიდევ ერთი ფენა წაუსვით. მიაკარით ფილას შავი თექა ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და სუვენირი მზადაა!
2. სანთელი
ამ ულამაზესი საჩუქრის გასაკეთებლად, დაგჭირდებათ:
სანთელი
ფოტო, ნახატი
თმის საშრობი
ფოტო, ან ნახატი ძალიან თხელ, გამჭვირვალე ქაღალდზე დადეთ, ან სურათი ამ ქაღალდზე ამობეჭდეთ.
აიღეთ თხელი ქაღალდი და ჩვეულებრივ ქაღალდს (პრინტერისთვის) წებოვანი ლენტით მიამაგრეთ. იმის შემდეგ, რაც ფოტოს ამობეჭდავთ, ის გამოჭერით, სანთელს შემოახვიეთ და ის ცვილის ქაღალდში გაახვიეთ. სანთელი 3–5 წუთის განმავლობაში გაათბეთ. იდეალური სუვენირი მზადაა!
aww.ge