მან ფარშისგან ბურთულები გააკეთა და მათზე ლუდის ქილები დადო. გენიალურია!

თუ ბურგერები გიყვართ, ეს რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ.

თქვენ დაგჭირდებათ:

ხახვი

წიწაკა

სოკო

საქონლის ფარში

ლუდი ქილაში

ბეკონი

გახეხილი ყველი

ბარბექიუს სოუსი

გრილზე ხახვი, წიწაკა და სოკო შეწვით. ფარშისგან ბურთულები გააკეთეთ, მათზე ლუდის ქილა დადეთ და ხელით ოდნავ დააწექით, ისე როგორც ვიდეოში ჩანს. ხორცს ბეკონი შემოახვიეთ. ქილა ამოიღეთ და ხორცი, გრილზე შემწვარი ხახვით, სოკოთი და წიწაკით გაავსეთ. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ და ბეკონს ბარბექიუს სოუსი წაუსვით. მოამზადეთ გრილზე, საშუალო ტემპერატურაზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. უგემრიელესი კერძი მზადაა!







aww.ge