
როგორ გავარკვიოთ 10 წუთში არის თუ არა ბავშვი აუტიზმით დაავადებული?
- 2016-01-05 22:33:38
- 3345 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ხერხი, რომლის დახმარებითაც ბავშვში აუტიზმის დაავადების აღმოჩენა ადრეულ ასაკში ძალიან ადვილია.
ეს ტესტი 18 ბავშვზე ჩატარდა, რომელთა ასაკი 7 წელი იყო. ბავშვები ორ ჯგუფად გაანაწილეს და მათი ყნოსვის მიხედვით გასაზღვრეს თუ ვინ იყო აუტიზმით დაავადებული და ვინ არა. ამისთვის მხოლოდ 10 წუთი იყო საკმარისი. ეს ტესტი არ იყო ვერბალურ უნარებზე დამოკიდებული ის მხოლოდ ყნოსვის უნარზე დაკვირვებით ჩატარდა.
იმ ბავშვების ყნოსვის მაჩვენებელი 305 მილისეკუნდი იყო (1 წამი = 1000 მილისეკუნდი), ხოლო აუტიზმით დაავადებულების მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალი.
ცნობისთვის, აუტიზმი — ფსიქიკის ისეთი მდგომარეობაა, როცა ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარემო სამყაროსაგან სრული მოწყვეტა. წარმოადგენს ავადმყოფურ კონცენტრაციას თავის თავზე. ავადმყოფი ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ არარეალურ სამყაროში. აუტიზმი გონებრივი მოშლილობა, რომელიც წარმოიშობა ადრეულ ასაკში და ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, რომელსაც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქტიურობის შესაძლებლობის არქონა, განმეორებითი მოძრაობები და მეტყველების მოშლა.
aww.ge