22 წლის გოგონა იპოვეს!

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში მცხოვრები მაგდანა კოჩალიძე დღეს დილით იპოვეს. 22 წლის გოგონას ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ამ დღეების განმავლობაში მაგდანა თბილისში ახლობლის ბინაში იმყოფებოდა.

მაგდანა კოჩალიძე სახლიდან 30 დეკემბერს გავიდა და ოჯახმა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ერთი კვირის განმავლობაში არაფერი იცოდა.