„მუშამ ქარხანაში iPhone 7 გადაიღო“ - ინტერნეტში ვიდეო ვრცელდება

ჩინურ პორტალზე QQ ვრცელდება ვიდეო, რომელშიც, საიტის მტკიცებით, iPhone 7-ის პროტოტიპია გადაღებული.

თითქოსდა, ჩანაწერი Foxconn-ის ქარხნის თანამშრომლის მიერაა გადაღებული. მას ხელში iPhone 7 უჭირავს, რომლის შესახებაც ჯერ მხოლოდ ხმები დადის.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის ვიდეოები, როგორც წესი „ფეიკი“ გამოდგება ხოლმე.


info9.ge