ქართული ცნობილი ოჯახები, რომლებიც 2015 წელს დაინგრა!

2015 წელს რამდენიმე ცნობილი ადამიანის ოჯახი დაინგრა. ბევრმა ეს მტკივნეულად გადაიტანა, ზოგიერთმა კი საყვარელი ადამიანის შემცვლელი მალე იპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს სწორედ იმ წყვილების ოჯახები დაინგრა, ვის სიყვარულზეც თბილისში ბევრს ლაპარაკობდნენ.

ლალი მოროშკინა და ირაკლი ჯაფარიძე
საკუთარი ოჯახის დანგრევის შესახებ საზოგადოებას თავად ლალი მოროშკინამ შეატყობინა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი, ირაკლი ჯაფარიძეზე 2013 წელს დაქორწინდა. ირაკლი ჯაფარიძესთან დაშორებას ლალი მოროშკინამ, ჟურნალისტებთან საუბრისას ცხოვრების ტრაგედია უწოდა. "მე არც ისეთ ასაკში ვარ და არც იმ მდგომარეობაში, რომ შემეძლოს ყურადღების გადატანა რაღაც ფერად-ფერად ამბებზე. შესაბამისად, ეს ჩემთვის არის ცხოვრების ტრაგედია. 20 ივლისს გავაწერეთ ხელი და ოფიციალურ ქორწინებაში აღარ ვიმყოფებით. ძალიან მტკივა და ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. შესაბამისად, თავს ვიკავებ დანარჩენი კომენტარებისგან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული კარიერა და ოჯახი პარალელურ რეჟიმში მხოლოდ ძალიან ძლიერი ქალების ხვედრია ან როგორც ჩანს, მე არ გამოვდექი იმდენად ძლიერი, რომ ეს ორი ჭაპანი ერთად მეზიდა - ოჯახიც და კარიერაც. ზედმეტად დაკავებული ცოლი არცერთ ქმარს არ მოსწონს და როგორც ჩანს, მერე უკვე სხვა პროცესები იწყება მის ცხოვრებაში. მე მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენი თანაცხოვრების ორ წელიწადში ბევრი კარგი რამ იყო", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

ნანკა კალატოზიშვილის და ირაკლი კეიდიას ოჯახის
დანგრევამ გული ბევრ ადამიანს დასწყვიტა. კალათბურთელი და მსახიობი რომანტიულ წყვილად ითვლებოდა. ისინი დაოჯახებამდე დიდი ხანი იცნობდნენ ერთმანეთს, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ გრძნობები წლების შემდეგ გაუჩნდათ. დაოჯახდნენ და ვაჟი დანიელი გაუჩნდათ. ნანკა დანიელის დაბადების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, მთელ დროს პატარა ვაჟთან ერთად ატარებს, უარს ამბობს აქტიურ გართობაზე, რასაც ვერ ვიტყვით ირაკლიზე. ის თითქმის ყოველ შაბათ-კვირას კლუბებში დადის. ნანკა და ირაკლი თავიანთი დაშორების ამბავს რამდენიმე თვე მალავდნენ, თუმცა ეს ამბავი საიდუმლოდ დიდხანს არ დარჩა.

წაიკითხეთ  სრულად  ამბები.ჯი-ზე