აი რა მიმართვას ავრცელებს ზაზა ფაჩულია!

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და „დალას მევერიკსის“ ერთ-ერთო ლიდერი ზაზა ფაჩულია NBA ALL-STAR-ის გამოკითხვის შუალედური შედეგებით მე-7 ადგილზეა. ზაზა ფაჩულია მის მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ აქართველოს შვილობით ამაყობს:
„გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია.“- წერს ზაზა ფაჩულია.