რატომ ტოვებენ ქალები კაცებს, მაშინაც კი როდესაც უყვართ?!

ჯასტინ შანფარბერი - ქორწინებაში მყოფი წყვილების მრჩეველი.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა ყველას სხვადასხვა ჰგონია, მამაკაცების შემთხვევაში პრობლემა უცვლელია.

სწორედ ამ მიზეზით ტოვებენ ქალები მათ.
ამასთან თავს საშინლად გრძნობენ, გული ტკივათ, მაგრამ ამ ნაბიჯს დგამენ. ძალ-ღონეს იკრებენ და ტოვებენ მამაკაცებს, რომლებთანაც საერთო შვილები, ცხოვრება და სახლი აკავშირებთ. უმეტესშემთხვევაში მხოლოდ ერთი მიზეზით ხდება და აუცილებელია მამაკაცებმა ეს გაითავისონ.


ქალები მიდიან, რადგან მამაკაცები აღარ არიან!
არა იმ აზრით, რომ საერთოდ აღარ არიან, არამედ აღარ არიან მათ ცხოვრებაში. ისინი მუშაობენ, დაკავებული არიან კომპიუტერული თამაშებით, ტელევიზორს უყურებენ ან სათევზაოდ მიდიან და ა.შ.
მამაკაცები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, არ არიან ცუდი ადამაინები - კარგი კაცები და კარგი მამები არიან. ოჯახს გვერდში უდგანან, სასიამოვნო ხასიათი აქვთ და სიმპათიურებიც არიან, მაგრამ ცოლებს სავალდებულოდ იღებენ. მათით ინტერესდებიან. გარედან ასე ჩანს, თუმცა ცოლები მათ ცხოვრებაში არ არიან. ერთ-ერთმა პაციენტმა ეს აზრი კარგად დააფიქსირა: "ვინ უნდა მოვიდეს საღამოს სახლში და ემოციურად გვერდში დამიდგეს?!
ეს ადამიანი ჩემი ქმარი არ არის. ჩემს ქმარს არ ვაინტერესებ, მაშინაც კი, როცა ვტირი". მამაკაცებო, გახსოვდეთ, რომ ცოლი თქვენი საკუთრება არ არის. ის არ არის ვალდებული მთელი არსებით უყვარდეთ. ეს სიყვარული უნდა დაიმსახუროთ. თანდათანობით, ყოველდღიურად, არა ფულით ან სოციალური სტატუსით, არამედ მეტი ყურადღებით. მან უნდა იცოდეს, რომ მისი სიტყვა თქვენთვის მნიშვნელოვანია. ნუ უქნევთ თავს უგულოდ და ნუ დაამშვიდებთ არაფრის მომცემი სიტყვებით -რომ ყველაფერი კარგად იქნება. ქალს უნდა, რომ თქვენ მას გრძნობდეთ. არ სურს, რომ უბრალოდ სწრაფი სექსის მანქანას დაემსგავსოთ.
ვნება უნდა და ვიდრე ორივეს გაქვთ ვნება ერთმანეთის მიმართ, თქვენი ქორწინება დიდხანს გასტანს. და თუ ვნება გაქრა, ეცადეთ თავიდან აღმოაჩინოთ ის. ნუ დაიწყებთ თავის მართლებას. თუ ქალი რაიმეს გეკითხებათ, გულწრფელად უპასუხეთ. ყურადღებით მოეკიდეთ მის ნათქვამს. შეეცადეთ უკეთ გაიცნოთ. დაიჯერეთ, უამრავი წლის შემდეგაც აქვს მას ის, რაც ყოველდღიურად უნდა გამოიკვლიოთ და ეძებოთ. თუ მისი ხელი გიჭირავთ, ყურადღება გაამახვილეთ რას გრძნობთ ამ ხელის მიმართ. დააკვირდით რა ხდება მაშინ, როცა ერთმანეთს ეხებით ან ეხუტებით. რა ხდება თქვენს სხეულში? რას გრძნობთ? ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ყველაზე მგრძნობიარე შეგრძნებებსა და ემოციებზე. გაუზიარეთ პირადი შთაბეჭდილებები.


რაც შეეხება 5 წუთს
ყოველდღე 5 წუთი - შეძლებთ თუ არა გამონახოთ 5 წუთი? ყოველ მამაკაცს შეუძლია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც გამონახოს 5 წუთი, რათა მთლიანად საყვარელ ქალს მიუძღვნას. თუ ამის გაკეთებას დაიწყებთ, მაშინვე იგრძნობთ იმას, რაც დიდი ხანია არ გიგრძვნიათ. და კიდევ უფრო მეტი, შესაძლოა ცხოვრების სულ სხვა გემო გაიგოთ და ამიერიდან ვეღარაფერი შეგაჩერებთ.