“მაკდონალდსში” გრძელი შარვლით მომსახურება აიკრძალა

“მაკდონალდსი” ავსტრალიაში უცნაური ინიციატივით გამოდის. რესტორანში მისულ კლიენტებს კართან წარწერა დახვდათ: “ფეხსაცმლის და მოკლე შარვლის გარეშე მომსახურებას ვერ მიიღებთ!”

ეს გადაწყვეტილება “მაკდონალდსის” ადმინისტრაციამ იმიტომ მიიღო, რომ სწრაფი კვების ობიექტს ხშირად დამსვენებლები სველი საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი, ფეხშიშველი სტუმრობდნენ, რაც იატაკს ასველებდა.

ამ გადაწყვეტილებამ შოკში ჩააგდო დამსვენებლები, რადგან ისინი თვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კომპანიის სარეკლამო რგოლს, რომელშიც “ბიგმაკს” საცურა კოსტიუმში გამოწყობილი მომხმარებელი მონაწილეობს.



mediamall.ge