აზიური სექსის თავისებურებები
- 2016-01-10 22:10:32
- 2046 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სექსი ინდოეთში
ინდოეთში ჩასულ ქალ ტურისტებს ინდოელი კაცები ისეთი თვალებით უყურებენ, თითქოს სექსი აკლიათ. საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივ ინდოელი ქალები რელიგიიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე ქორწინებამდე სექსისგან თავს იკავებენ. თუმცა ინდოეთში მაინც ბევრი ბორდელია და გაჭირვებული ქალები ქუჩაში სხეულით ვაჭრობენ. თუ ქალი ოჯახის შექმნამდე ქალიშვილობას გამოემშვიდობება, მას მშობლები და ნათესავები მკაცრად დასჯიან. სექსს ინდოეთში რიტუალური დანიშნულება აქვს. კამასუტრაშიც კი წერია, რომ ნამდვილი სექსუალური სიამოვნების მიღება მხოლოდ დაქორწინებულ წყვილს შეუძლია. სექსი ტაილანდში ტაილანდში სექსი ტაბუდადებული თემა ნამდვილად არ არის, ბავშვები სქესობრივი აქტის შესახებ 8-10 წლის ასაკში იგებენ, თუმცა გამოცდილების მიღების საშუალება მხოლოდ მონასტრიდან წამოსვლის შემდეგ ეძლევათ. მონასტერში ყველა ბიჭი მიდის, მათ შორის იმპერატორის შვილებიც. იქ ბერები მოზარდებს ჰარმონიზაცის უნარს უვითარებენ და მოკრძალებულ ცხოვრებას აჩვევენ. მართალია, ტაილანდელ კაცებს ერთი ოფიციალური ცოლი ჰყავთ, მაგრამ თუ მეუღლე თანახმაა საყვარელსაც იჩენენ. ვინაიდან ტაილანდელი ქალები მორჩილებას არიან შეჩვეულები, ქმრის წინააღმდეგ არასდროს მიდიდან.
წაიკითხეთ სრულად