ბორჯომში მე-12 კლასის მოსწავლემ თავი ჩამოიხრჩო

ბორჯომში მე-12 კლასის მოსწავლემ თავი ჩამოიხრჩო. გავრცელებული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სუიციდის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. მოზარდი ბორჯომის #6 საჯარო სკოლაში სწავლობდა.

interpressnews.ge