პარიზში მოკლული თავდამსხმელი თავს ქართველად ასაღებდა
- 2016-01-11 12:07:27
- 1073 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დასავლური მედიის ინფორმაციით, პირი, რომელიც 7 იანვარს პარიზში კომისარიატს დაესხა თავს, ევროპაში გადაადგილებისთვის რამდენიმე ეროვნებას იყენებდა, მათ შორის, ქართველადაც ასაღებდა თავს.
მედია გერმანიის შს მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ ვალიდ სალიჰი ევროპაში თავშესაფარს 2011 წლიდან ითხოვდა და ის ამ ხნის განმავლობაში კრიმინალური წარსულითაც გამოირჩეოდა.
ვალიდ სალიჰი გერმანიაში პირველად 2013 წელს საფრანგეთიდან ჩავიდა, სადაც ის 5 წლის განმავლობაში უკანონოდ ცხოვრობდა. გერმანული პოლიციის ცნობით, პარიზის კომისარიატზე თავდამსმხელი გადაადგილებისთვის სამ ეროვნებას - სირიელის, მაროკოელისა და ქართველის ეროვნებას იყენებდა.
exclusivenews.ge