შოკისმომგვრელი ამბავი: ზღვამ სირინოზის სხეული გამორიყა!
- 2016-01-13 09:32:40
- 6265 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მექსიკელმა მეთევზეებმა შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთეს. მუნიციპალურ სანაპიროზე მათ აღმოაჩინეს არსება, რომელიც ძალიან ჰგავს მითიურ ქალთევზას.
დილას სათევზაოდ წასულებს მეთევზეებს აზრადაც არ მოუვიდოდათ, რომ სანაპიროზე ასეთ რამეს წააწყდებოდნენ. შეიძლება ითქვას, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. არსება, რომელიც ადამიანს ჰგავდა და თევზის კუდი ჰქონდა არანაირ სიცოცხლის ნიშნებს არ იძლეოდა. პირველი შოკის გავლის შემდეგ მათ პოლიციას და მედიკოსებს გამოუძახეს, რომლებმაც თავის მხრივ არსება მეცნიერებს გადასცეს. რის შემდეგაც ქალთევზას შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიება შეუძლებელი გახდა. პრესის მხრიდან ნებისმიერ კითხვაზე სამხედრო პირებისგან მკაცრი პასუხი მოდის: „არავითარი სირინოზი და მისთანები მექსიკაში არავის უპოვია, კომენტარები არ არის!“ საბედნიეროდ მეთევზეებმა და სანაპიროზე მყოფმა ადამიანებმა სურათების გადაღება მოასწრეს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში ამ ფაქტმა შოკი არ გამოიწვია. პირიქით, ისინი განიცდიან, რომ ქალთევზას სხეული ზღვაში არ დააბრუნეს. რადგანაც ლეგენდის თანახმად - „რაც ზღვიდან გამოვიდა, უკანვე ზღვაში უნდა დაბრუნდეს, რათა განისვენოს...“ ადგილობრივი ფოლკლორი სავსეა სირინოზებზე ისტორიებითა და ლეგენდებით და მოსახლეობას სულაც არ ეპარება მათ არსებობაში ეჭვი. ასევე, ადგილობრივი მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ სირინოზებს არაერთხელ გადაურჩენიათ მეთევზეები სიკვდილს.
ამას გარდა, კარიბებზე ქალთევზების არსებობა უტყუარ ფაქტად მიაჩნიათ და ვერ ხვდებიან სამხედროებს და მეცნიერებს, რატომ არ სურთ სიმართლის გამხელა.
მოამზადა ელენე გურიელმა
mediamall.ge