აი რატომ დაშორდა ნანკა კალატოზიშვილი მეუღლეს

„ჩემი ოჯახია დედა, მე და დანიელი. სამწუხაროდ, ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა. მე გარკვეული პერიოდი ვიცხოვრე საოცარი, უღრუბლო ბედნიერებით. გვერდით მყავდა თბილი, მოსიყვარულე, ალერსიანი ადამიანი, ვიყავი სავსე სიყვარულით. მე არ შემიძლია გრძნობების ეკონომია, ბოლომდე ვიხარჯები. ბოლომდე გავცემ ყველაფერ ძვირფასს, რაც გამაჩნია და ვარ თავდადებული, ერთგული საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ დგება დრო და რაღაც მთავრდება. ჩვენ სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები აღმოვჩნდით. ეს ნელ-ნელა გამოიკვეთა. ჩვენ ცხოვრების გზაზე სხვადასხვა ტრაექტორიით მივდიოდით, ჩვენი ღირებულებებიც სხვადასხვა იყო, ამიტომ დაშორება ვამჯობინეთ. მე არ მიყვარს ურთიერთობებში გაურკვევლობა. თუ ვხედავ, რომ ერთად ყოფნის ეტაპი დასრულდა, დროს არ ვწელავ და მიზეზებს არ ვეძებ ურთიერთობის გასაგრძელებლად. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შევრიგდებით. ბანალურია, მაგრამ ჭეშმარიტებაა; არასოდეს თქვა არასოდეს. არავინ იცის, როდის რა მოხდება. ჩვენი თანაცხოვრების საუკეთესო მოგონებებთან ერთად უდიდესი ბედნიერება მარგუნა უფალმა, გაჩნდა ჩემი შვილი, რომლის მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ყოველთვის ნორმალურ ურთიერთობას შევინარჩუნებ. ჩვენი შვილის მომავლისთვის ჩვენ ერთად ბევრი გვექნება გასაკეთებელი."