მოსკოვში მეძავებმა პოლიციელი გააუპატიურეს

მოსკოვში მეძავებმა პოლიციელი გააუპატიურეს. გავრცელებული ინფორმაციით, უმცროსი ლეიტენანტი დავალებაზე იმყოფებოდა. მას მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე ბორდელის ფუნქციონირების ფაქტი უნდა გამოევლინა და ამ მიზნით, აღნიშნულ დაწესებულებაში ე.წ. საკონტროლო შესყიდვა განეხორციელებინა.

პოლიციის განყოფილებაში სტაჟიორ-ოფიცერი ფარული კამერით და აუდიოჩამწერით აღჭურვეს. ადგილზე მისულ პოლიციელს შენობაში სამი ქალი დახვდა. რამდენიმე წუთში პოლიციელმა ერთ-ერთ ქალს სამსახურებრივი საბუთი წარუდგინა და განუცხადა, რომ მან ე.წ. საკონტროლო შესყიდვა განახორციელა.

ამის შემდეგ, მას ერთ-ერთმა ქალმა თავში სამზარეულოს ქვაბი ჩაარტყა, რის შემდეგაც პოლიციელმა გონება დაკარგა. გამოფხიზლებული კი საწოლზე მიბმული აღმოჩნდა.

ადგილზე პოლიციელები 30 წუთის შემდეგ მივიდნენ და მოძალადე ქალები დააკავეს.


1tv.ge