54 წლის ქალმა საკუთარი შვილიშვილი გააჩინა!




ბებიამ საკუთარი შვილიშვილი სუროგაციის გზით გააჩინა. ტეხასელ ქალბატონს, რომელსაც უშვილობის პრობლემა ჰქონდა, დედამისი სუროგატობაზე დათანხმდა. 28 წლის კელი მაკისეკი წლების განმავლობაში ცდილობდა ბავშვის გაჩენას, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ დედამისმა, 53 წლის სტრეისი ტომპსონმა მას სუროგატობა შესთავაზა. ოჯახს პატარა გოგონა შეეძინა, რომელსაც ქჰელსი დაარქვეს.