
დიდი ხნის წინ მქონდა სექსი და აპკი შეხორცდებოდა? - ყველაზე ხშირად დასმული კითხვები სამედიცინო საიტებზე
- 2016-01-17 09:55:43
- 6839 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სხვადასხვა სამედიცინო საიტებს მათი მომხმარებლები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კთხვებით მიმართავენ. როგორც ირკვევა ყველაზე ხშირად კითხვები სექს, მასტურბაციას და ქალიშვილობის დაკარგვას უკავშირდება.
მასტურბაცია რა არის?
- მასტურბაცია არის შეხებით გენიტალიების სტიმულაცია.
მასტურბაციით ქალიშვილობა იკარგება?
- არა, მასტურბაციის დროს ქალიშვილობა არ იკარგება, თუკი საშოში არ მოხდა რაიმეს (თითი, საგანი) მოთავსება.
სასირცხვო ბაგეებზე და კლიტორზე მოფერებით ქალიშვილობა იკარგება?
- არა.
საშოში თითი შევიყავი და ქალიშვილობას დავკარგავდი?
- თუკი თითი საშოში მოხვდა, შესაძლებელია აპკი ნაწილობრივ დაზიანებულიყო, თუმცა აპკის მთლიანობით არ განისაზღვრება ქალიშვილობა.
დიდი ხნის წინ მქონდა სექსი და აპკი შეხორცდებოდა?
- აპკი თუკი გაიხა არ გამთელდება.
შეიძლება გოგო უაპკოდ დაიბადოს?
- ეს იშვიათი, მაგრამ დასაშვები ანომალიაა.
შეიძლება პირველი სექსის დროს გოგოს სისხლი არ წამოუვიდეს?
-შეიძლება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის შიშზე, აპკის განვითარების თავისებურებებზე, სისლხმომარაგების ტიპზე და ა.შ.
პირველი სექსის დროს არ მეტკინა, ანუ ქალიშვილი არ ვიყავი?
- ტკივილის ზღურბლი ყველა ქალში განსხვავებულია და შესაძლოა კონკრეტულად თქვენთვის უმნიშვნელო ტკივილი სხვისთის ძლიერ ტკივილად იქნას აღქმული, ამიტომაც ტკივულის არსებობა-არარსებობით არ ისაზღვრება ქალიშვილობა.
აპკი რა სიღრმეზეა?
- აპკი საშოს შესავლიდან 3-5 სმ სიღრმეზეა.
თუ საშო 10-12 სმ-ია, 15 სმ-იანი პენისი როგორ შეეტევა?
- საშო ელასტიური ორგანოა და ინდივიდუალური თავისებურებით 17-18 სმ-მდე იწელება სექსის დროს.
შეყვარებულთან კოცნის დროს საცვალი მისველდება. საშიშია?
- ეს აგზნების დროს გამოყოფილი საშოს სეკრეტია. მისი გამოყოფა ფიზიოლოგიურია.
სექსი მხოლოდ ერთხელ მქონდა, ახლა მენსტრუაცია გადამიცდა და შეიძლება ორსულად ვიყო?
-კი, შეიძლება ორსულად იყო.
სექსიდან ორსულობას რამდენ ხანში აჩვენებს ტესტი?
- საშუალოდ, სექსიდან 10 დღეში.
ტესტი გადაცდენიდან რამდენ დღეში გავიკეთო?
- გადაცდენიდან 3-4 დღეში.
მენსტრუაციის დროს სექსი შეიძლება?
- კი, შეიძლება.
ორსულობისას სექსი რა პერიოდიდან შეიძლება?
- ორსულობისას სექსი შეიძლება თუ ორსულობას ნორმალური მიმდინარეობა აქვს.
ორსულობის დროს სექსი შეიძლება? ნაყოფს არაფერი მოუვა?
- კი, შეიძლება.
ორსული ქალს სექსი უნდა?
- ქალების ნაწილს ორსულობაში სექსის მოთხოვნილება უქვეითდება, მაგრამ ნაწილს პირიქით უძლიერდება, ეს კონკრეტულად ადამიანზეა დამოკიდებული.
ორსული ქალი ორგაზმს განიცდის?
- ორსულ ქალს, თუკი სექსის ან მასტურბაციის სურვილი აქვს, შესაბამისადვე ექნება ორგაზმი.
კლიტორზე შეხებით ქალიშვილობას დავკარგავ?
- არა.
აპკის გაკერვა შეიძლება?
- აპკის აღდგენას ჰიმენოპლასტიკა ჰქვია და კეთდება პლასტიკური ქირურგიის ცენტრებში.
აღდგენილი აპკის ცნობა შეიძლება?
- თუკი ადამიანი თავადანვე არ არის პლასტიკური ქირურგი, ან ამ საკითხში არა აქვს დიდი გამოცდილება, შეუძებელია მიხვდეს.
ქალიშვილობადაკარგული გოგოს გარეგნულად ემჩნევა?
- არა, გარეგნულად არ ემჩნევა.
ქალიშვილი და არა ქალიშვილი გარეგნულად (ჯდომის, ან სიარულის მანერით, ქცევით) განსხვავედებიან?
- არა.
როგორ გავიგო, ქალიშვილი ვარ თუ არა?
- თუ სექსი არ გქონია ქალიშვილი ხარ, მაგრამ თუკი გინდა სამედიცინო დასკვნა, უნდა გაიარო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერიტი მოგცემს დასკვნას.
სპერმის ტანსაცმელზე, ან საცვალზე მოხვედრით დავორსულდები?
- არა.
ანალური სექსით დავორსულდები?
- არა.
ხშირი ანალური სექსი საშიშია?
- ხშირ ანალურ სექსს აქვს თავისი რისკები.
მატურბაცია იწვევს უშვილობას?
- არა.
რას იწვევს სექსუალური თავშეკავება ქალებში?
- რეგულარული აგზნება და თავშეკავება ქალებში ხშირად არის ემოციური გადაძავბის, გაღიზიანებადობის, ნევროზების, უძილობის და ა.შ. მიზეზი.
თავდაცვის რომელი საშუალება ჯობია?
- ქალის ჯანმრთელობის გათვალისწინებით გინეკოლოგი წყვეტს თავდაცვის საშუალებას. პრეზერვატივის გამოყენება ყველაზე იაფია და ექიმის რეკომენდაცია არ სჭირდება, მაგრამ ჰორმონალური კონტრაცეფცია მეტი სანდოობით სარგებლობს და გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ჰქონდეს უპირატესობები.
კონტრაცეპტივები ასუქებს?
- არა, კონტრაცეპტივები არ ასუქებს, მით უმეტეს ახალი თაობის.
16 წლის ვარ და სექსი შეიძლება?
- ამ ასაკში სექსსი შეიძლება წარმოადგენდეს რისკის შემცველ ქცევას, თუმცა ის აკრძალული არ არის.
ვარ არასრულწლოვანი და მასტურბაცია არ მაკმაყოფილებს, სექსი მინდა და შეიძლება?
- შეიძლება მაგრამ შეიძლება ჰქონდეს თავისი რისკები. მასტურბაცია ყველაზე უსაფრთხო სექსის ფორმაა.
მენსტრუაციის დროს ქალი დაორსულდება?
- არა, მენსტრუაციის დროს დაორსულება პრაქტიკულად არ ხდება (თეორიულად კი).
სექსი მქონდა მენსტრუაციის დამთავრებიდან 2 დღეში, დავორსულდები?
- ამის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს(თეორიულად კი).
მკერდზე მაქვს თმა და რა ვქნა?
- თუკი სხვაგან არ გაქვს ჭარბთმიანობა, მაშინ შეგიძლია თმების მოშორების რომელიმე მეთოდი გამოიყენო.
რა არის ლუბრიკანტი?
- ლუბრიკანტი არის ნივთიერება, რომელიც ამცირებს ხახუნის ძალას სექსის/მასტურბაციის დროს.
news.vitube.ge