თუკი გარდაცვლილი ახლობელი დაგეზისმრათ... აი რისი ნიშანია ეს...

გარდაცვლილი მეგობარი, ან ახლობელი სიზმარში ოდესმე გინახავთ? Psychology Today-ში დაბეჭდილი პატრიკ მაკნამარას სტატიაზე დაყრდნობით, ასეთ მოვლენებს რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვთ. პირველ რიგში ეს წასულის გარეგნობას ეხება. მეორე შემთხვევაში კი, იგულისხმება ემოცია, რომელსაც ადამიანი, სიზმრის ნახვის მომენტში გრძნობს. “გარდაცვლილი ცდილობს უთხრას მას: “მე კარგად ვარ და ისევ თქვენთან ერთად ვარ”. ეს შეტყობინება გადაიცემა ტელეპატიურად და არა სიტყვიერად. ასეთი სიზმარი, როგორც წესი ინტენსიური და გასაგებია. ძირითადად ადამიანი იღვიძებს გრძნობით, რომ ეს რეალობის ნაწილი იყო.”

ლაური მური მედიუმია. მისი თქმით, მასთან ხშირად მოდიან ადამიანები, რომლებმაც სიზმარში გარდაცვლილი ახლობლები ნახეს. ისინი თვლიდნენ, რომ წასულებს რაღაც შეტყობინების დატოვება უნდოდათ. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ გარდაცვლილს უნდა რაღაცის თქმა: მაგალითად, რომ ის კარგად არის, ან თქვენს გაფრთხილებას ცდილობს. როცა წასულებზე ბევრს ფიქრობთ, ისინი თქვენთან სიზმარში “მოდიან”, მაგრამ არაფერს ამბობენ. ამავე დროს, გარდაცვლილი ახლობელი ბევრს არ ესიზმრება. შესაძლებელია სიზმარი უბრალოდ არ გახსოვთ, ან ჯერ ამის დრო არ არის…





aww.ge