"მინდა, გიორგის შეარგონ ეს გამარჯვება"
- 2016-01-18 11:50:08
- 1831 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ფეისბუკში" ვანოზე ძალიან ბევრს წერენ, ეს მთავარი გამარჯვებაა ახალგაზრდა, სოფლიდან ჩამოსული ნიჭიერი კაცისთვის. თვით Voice-ს საიტზეც ვანოს იმდენი "ლაიქი" და კომენტარი აქვს, რაც სხვას არავის ჰქონია. ეს არაოფიციალური გამარჯვებაა...
რამდენიმე დღის წინ Voice-ს ფინალი ჩატარდა, რომელშიც SMS-ებით გამარჯვებული ქეთა თოფურიას გუნდის წარმომადგენელი გიორგი ნადიბაიძე გამოვლინდა. ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მაყურებელში. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ ამ ამბავს. ზოგი ამბობდა, ვანო ტურაბელიძე რომ ვერ გავიდა, უსამართლობაა, საჩუქრადაც საგზურის გარდა ვერაფერი გაიმეტეს მისთვისო?! ვიღაც ამტიცებდა, ზუსტად ვიცი, გიორგი ნადიბაიძის ოჯახს ბინა ბანკში ჩაუდვია წინასწარ, რომ ამ თანხით გიორგისთვის ხმები ეყიდაო... რადგან ქეთა თოფურიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ფინალისტთა დანარჩენ მწვრთნელებს ვკითხეთ, რამდენად კმაყოფილი დარჩნენ Voice-ს საბოლოო შედეგით.
ანრი ჯოხაძე: - ყველა ფინალისტი იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ მე როგორც პროფესიონალი და ამ საქმის ექსპერტიც, ვამბობ,
ვანო ტურაბელიძე, რომელიც ჩემი გუნდის ფინალისტი იყო, მინიმუმ ერთი თავით მაღლა მაინც იდგა, რადგან ურთულესი არია შეასრულა. სხვა კონკურსანტების გულშემატკივარიც და მწვრთნელებიც ფეხზე წამოუდგნენ და ისე უკრავდნენ ტაშს ვანოს. ეს დიდი გამარჯვებაა. თუმცა, ძალიან კარგმა მომღერალმა გაიმარჯვა, პერსპექტიულმა. დარწმუნებული ვარ, გიორგის კარგი კარიერა ელოდება...
ვანოს რჩევა მივეცი, რომ წავიდეს საოპერო განხრით. თუ იტალიაში წავა და იქ მიიღებს უმაღლეს განათლებას, ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს კიდევ ერთი მსოფლიო რანგის ტენორი ეყოლება, აღიარებული და დაფასებული. მას ფენომენალურად ლამაზი ხმა აქვს. დღეს მსოფლიოში კარგი ტენორების გასაჭირია და ვანოს აქვს შანსი, თავისი ხმით მსოფლიო დაიპყროს. წაიკითხეთ სრულად