მარიამ ახობაძე და ანრი ბიბინეიშვილი დაშორდნენ

მსახიობმა ანრი ბიბინეიშვილმა და მარიამ ახობაძემ, რომელებმაც ხელი გია ჯაჯანიძის შოუში სამი თვის წინ მოაწერეს. ერთი თვის წინ ბათუმში ლამაზი ქორწილიც გადაიხადეს. ქორწილს ექსკლუზიურად ესწრებოდა „პრაიმტაიმი“. ინფორმაციას წყვილის დაშორების შესახებაც "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

კერძოდ, გამოცემა წერს: "იღბლიანი არ გამოდგა ქორწინება, მალხაზ ქვრივიშვილის ყოფილი ცოლი და მსახიობი ერთმანთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია სანდო წყარომ მოგვაწოდა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. წყვილის ფესისბუქგვერდიც აღარ არის საერთო. მანამდე წყვილს „ანრი-მარიამ ბიბინეიშვილი“ ეწერათ პროფილზე. ახლა ანრი მარტოა და ქორწილის ფოტოებსაც ვერ მოიძიებთ მის გვერდზე.

სავარაუდოდ, წყვილი წინასაახალწლოდ დაშორდა ერთმანეთს. დაშორების მიზეზზე არც ერთი არ ლაპარაკობს. ანრიმ ამ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავა, ერთი კი გვითხრა, რომ ყველაფერი ცუდი და მახინჯი ძველ წელს გაატანა.

ახალი წლის დღეებში ანრის ფეისბუქგვერდზე ახალი ფოტოები გაჩნდა, მსახიობი უცნობ ქერა ლამაზმანთან პოზირებს". - წერს "პრაიმტაიმი".


presa.ge