კიმ კარდაშიანმა თავისი შვილისთვის ორეული დაიქირავა

ვარსკვლავი დედა იმდენად შეწუხებულია მისი 1 წლის ქალიშვილის უსაფრთხოებით, რომ სპეციალურ სააგენტოს მიმართა, მსგავსი ბავშვი რომ უპოვონ. ტელეშოუების ვარსკვლავმა და მისმა რეპერმა ქმარმა კანიეი უესტმა გადაწყვიტეს, თავიანთი ქალიშვილისა და მისი ძიძის დუბლიორები აიყვანონ. კარდაშიანმა ლოს-ანჯელესში მდებარე სააგენტოს 500 ათასი დოლარი გადაუხადა ამგვარი მომსახურებისთვის. სააგენტომაც კასტინგი ჩაატარა და იპოვეს ნორტის მსგავსი ბავშვი. ამიერიდან ნორტის ნაცვლად პაპარაცების "საკბილო" ალბათ ეს ბავშვი გახდება.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვარსკვლავები დუბლიორებს მიმართავენ შვილებისთვის (თორემ ცნობილ უფროსებში ეს "აპრობირებულია" - მაგალითად, სტალინს რამდენიმე დუბლიორი ჰყავდა). თავის დროზე ტომ კრუზმა აიყვანა ორეული თავისი ქალიშვილისთვის. ეს ამბავი მაშინ "გასკდა", როცა ბავშვი ორ სრულიად სხვადასხვა ადგილას, ერთი და იმავე სამოსში, ერთსა და იმავე დროს გადაიღეს.