ეს კაცი ამ სელფის გამო დააპატიმრეს...

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ, 42 წლის მალიკ ალაჰ ფარადას სოციალურ ქსელ Facebook-ზე განთავსებული სელფის გამო, რომელშიც მას ხელში იარაღი უჭირავს, 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. „Knoxville News Sentinel“ - ის ინფორმაციით, გამოქვეყნებულ ფოტოში მამაკაცს ხელში 45 კალიბრიანი იარაღი უკავია.

გავრცელებული ინფორმაციით, იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით, განაჩენი ნოკსვილის მთავარი რაიონული სასამართლოს მოსამართლე ტომ ვერნელმა გამოიტანა

როგორც ცნობილია, ამერიკელი მალიკ ალაჰ ფარადამ 2000 წელს ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით რამდენიმე წელი დაჰყო ციხეში.

geonews.ge