
„ბიონიკური გოგონა“ რომელიც არ იძინებს, არ ჭამს და ტკივილს ვერ გრძნობს
- 2016-01-19 19:38:11
- 4275 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ოლივია ფარნსუორსმა თავისი უიშვიათესი დაავადებით ქრომოსომული დარვევით ექიმები საგონებელში ჩააგდო. გოგონას შიმშილის გრძნობა არ აქვს, დაღლილობასა და ტკივილს ვერ გრძნობს.
ექიმები მიიჩნევენ, რომ ის ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ეს სამი სიმპტომი ერთად აღენიშნება.
გოგონას დედა ქ-ნი ტრეპაკი აცხადებს, რომ ექიმებმა მას „ბიონიკური გოგონა“ შეარქვეს, „ის რკინისგანაა შექმნილი“-ო.
დედა იხსენებს იმშემთხვევას, როდესაც 7 წლის ოლივიას მანქანა დაეჯახა. ის ფიქრობდა, რომ ის ფეხზე ვერ წამოდგებოდა, მაგრამ პატარა ოლივია, რომელსაც მკერდზე საბურავის კვალიც კი ეტყობოდა და ფეხის თითსა და ბარძაყზე კანი გადაცლილი ჰქონდა, უცებ წამოდგა და დედასთან კითხვით მივიდა თუ რა მოხდა. გოგონას სხვა დაზიანება არ აღენიშნებოდა.
გოგონას დაბადებიდან 9 თვის შემდეგ არ უძინია. როგორც დედა იხსენებს, ოლივიამ პირველად მაშინ დაამთქნარა, როცა სკოლაში წავიდა. მისივე თქმით, გოგონას არასოდეს უტირია და თმა 4 წლამდე არ ამოსვლია.
ოლივიას ქრომოსომული დარღვევების შესახებ პირველად მაშინ შეიტყვეს, როდესაც საბავშვო ბაღში დაშავდა და ექიმი ბავშვის სიმშვიდით და ტკივილის შეუგრძნებლობით გაოგნდა.
„გვინდა ზუსტად გავარკვიოთ თუ რამ გამოიწვია ოლივიას სიმპტომები. ექიმებს წარმოდგენა არ აქვთ თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია. გოგონას რომ შეხედავთ უცნაურს ვერაფერს შეატყოფთ. მინდა, რომ საზოგადოებაში ქრომოსომული დარღვევებით დაავადებული ბავშვების ინეგრაცია მოხდეს და ამის გამო ბავშვები არ გარიყონ,“ - აცხადებს ქ-ნი ტრეპაკი.
წყარო: ბრიტანული გამოცემა - „იქსპრესი“
sazogadoeba.ge