ივნისის სტიქიის გმირი გარდაიცვალა
- 2016-01-20 17:52:20
- 1758 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
"თბილისში ივნისის ტრაგიკული დღეები. ირაკლი და მისი მეგობარი ოთარ დავითიშვილი პირველად მოვიდნენ GSPSA - ს თავშესაფარში თავიანთ მეგობრებთან ერთად. რამოდენიმე მძიმე დღე ამ კეთილი და ვაჟკაცი ადამიანების ძალისმევით გადარჩნენ თავშესაფარში მოყვანილი ცხოველები. დღე-ღამის მანძილზე ირაკლი და მისი მეგობრები თავდაუზოგავად ბრძოლობდნენ წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად....
18 იანვარს ირაკლი იმნაძე გარდაიცვალა.
"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" უსამძიმრებს ირაკლის ოჯახს.
"მე თქვენ ყველა მიყვარხართ!" - ამ სიტყვებით გამოგვემშვიდობა ირაკლი ივნისში.“- წერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ წიქორიძე სოციალურ ქსელში.
newposts.ge