5 ნიშანი იმისა, რომ მის საუკეთესო მეგობარს თქვენთან სექსი უნდა

ის ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ - მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს კლუბიდან მთვრალი წამოგიყვანოთ, იმის მიუხედავად, რომ ამის გაკეთება თქვენს მამაკაცსაც შეუძლია.

ის სხვა ქალებს თქვენ გადარებთ -
ნახეთ, როგორ გაუმართლა მის მეგობარს, თქვენნაირი გოგონა რომ შეხვდა. თქვენ ხომ არავის გავხართ, ყოველთვის მხიარული ხართ, უგემრიელესს საჭმელს ამზადებთ, სპორტდარბაზში დადიხართ და საერთოდ საოცნებო ქალი ხართ!

ის თქვენს მამაკაცს ეჯიბრება -
სხედხართ სამზარეულოში სამივე...ნუ ის ხომ საუკეთესო მეგობარია და სულ თქვენთან ერთადაა...ხოდა, საუბრობთ, ხუმრობთ და ის იწყებს ისტორიების მოყოლას: როგორ ჯობნიდა თქვენს მამაკაცს სპორტში, როგორ სწრაფად დარბოდა და ა.შ.

სხვა ქალებთან დაკავშირებით თქვენი რჩევა-დარიგება სურს - მოუყევით მას, როგორ დაიპყროს თქვენნაირი კარგი გოგოს გული, ნუ თქვენი რა თქმა უნდა არა. თქვენი გული ხომ დაკავებულია...მაგალითად პაემანზე სად წაიყვანოს, როდის აკოცოს, შეყვარებული თუ ჰყავს რა უნდა გააკეთოს?

ის სულ გწერთ ან გირეკავთ -
ყოველ წამს არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად. ზოგჯერ თქვენი დაქალები არ გკითხულობენ ასე ხშირად, როგორც ის. აინტერესებს, რას აკეთებთ, სად დადიხართ...გიგზავნით თავის ფოტოებს: როგორ ჭამს ფუნთუშას, აი სამსახურში როგორ მოიწყინა, აგერ ავტოსერვისში შევიდა...