
საგანგაშო ვირუსი - მსოფლიოს მასობრივი გონებაჩამორჩენილობის საფრთხე ემუქრება
- 2016-01-23 19:36:51
- 2754 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ბრაზილიის ხელისუფლება ვირუსი ზიკას სწრაფი გავრცელებით შეშფოთებულია.
როგორც მედიკოსები ირწმუნებიან, ერთი შეხედვით უწყინარი მიკროორგანიზმი მიკროცეფალიის მრავალ შემთხვევასთან არის დაკავშირებული.
ვირუსი აფრიკიდან და აზიიდან სამხრეთ ამერიკაში 2015 წელს გავრცელდა. ზიკამ ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებშიც შეაღწია, ამიტომას მისი აშშ-ში გავრცელების საშიშროებაც არსებობს.
მედიკოსების განცხადებით, ზიკა ახალ ვირუსად ითვლება, ამიტომაც მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. ვირუსის პირველადი სიმპტომები ცხელება და კანზეგამონაყარია.
ბრაზილიელი სპეციალისტების განცხადებით, დადგინდა, რომ ვირუსი ახალშობილებში მიკროცეფალიის განვითარებისას ფიქსირდება. ვირუსი აღმოჩენილი იქნა ნაყოფის ამნიონურ სითხეში, ასევე იმ ბავშვების კანის ქსოვილში, რომლებიც დაბადებისთანავე გარდაიცვალნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის ბავშვის სხეულში შეღწევა ინფიცირებული დედის სხეულიდან შეუძლია, რაც გავლენას ახდენს ნაყოფის ნერვულ უჯრედებზე, აფერხებს ტვინის უჯრედების განვითარებასა და მნიშვნელოვნად ამცირებს ტვინის ზომას.
თუმცა, ჯერჯერობით, ვირუსის განვითარებასა და მიკროცეფალიას შორის პირდაპირი კავშირი ოფიციალურად დადგენილი არ არის.
მიკროცეფალია - თავის ტვინისა და ქალას ტვინოვანი ნაწილის სიმცირეა. იშვიათ შემთხვევებში თან ახლავს გონებრივი ჩამორჩენილობა
newposts.ge