
შსს-მ დიდი ოდენობით ბუსუსებიანი პრეზერვატივი ამოიღო
- 2014-07-25 09:49:15
- 7742 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

შსს-მ დიდი ოდენობით უკანონო ბუსუსებიანი პრეზერვატივი ამოიღო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, ჩატარდა ოპერატიული სამძებრო სამუშაოები, რომლის შედაგადაც ამოღებულ იქნა,
600 000 ცალი, უკანონოდ შემოტანილი ბუსუსებიანი პრეზერვატივი.
გამოძიების ინფორმაციით პროდუქცია საზღვარზე, ირანიდან, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდა და ანაკლიაში, კაზანტიპის ფესტივალზე რეალიზაციისათვის იყო განკუთვნილი.
პრეზერვატივების განადგურება 24 ივლისს იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაესწრება.