5 სიმპტომი, როდესაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს

როდესაც ხშირად გვტკივა თავი.
როდესაც თავის მკვეთრი მობრუნებისას, დახრისას, ერთ რომელიმე ადგილას, საფეთქლის ან კეფის მიდამოში, აღინიშნება ტკივილი, ეს სისხლძარღვების ხშირ სპაზმზე მეტყველებს. მიზეზები- წნევის მკვეთრი, ნახტომისებური ზრდა, მეტეოდამოკიდებულების მომატება და ყველაზე საშიში - თავის ტვინის სისხლძარღვების სანათურის შევიწროება. მამაკაცებში ეს 2-ჯერ უფრო ხშირადაა, ვიდრე ქალებში. ამიტომ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ყლაპვა უაზრობაა: ტკივილი გადის, თუმცა მიზეზი რჩება. გაიარეთ კონსულტაცია თერაპევტთან და ნევროპათოლოგთან.

თვალების ტკივილი
ზოგჯერ ყოველგვარი მიზეზების გარეშე, შეიძლება თვალების ტკივილმა შეგვაწუხოს. ეს სიმპტომი გლაუკომისთვის (თვალშიდა წნევის მომატება) არის დამახასიათებელი.  მიმართეთ ოფთალმოლოგს და გაიზომეთ თვალის წნევა.

ყლაპვის გაძნელება

თითქოს, დროდადრო ყელი შუპდება და ყლაპვაში რაღაც გვიშლის ხელს. ამით შეიძლება ფარისებრმა ჯირკვლამა შეგვახსენოს თავი. იგი საყურადღებო ორგანოა, ამიტომ მიმართეთ ენდოკრინოლოგს და აუცილებლობის შემთხვევაში გაიკეთეთ ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა.

წაიკითხეთ სრულად