ცოტა რამ ენერგო-ვამპირების შესახებ
- 2016-01-24 11:27:13
- 2475 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ალბათ ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, სხვებისგან არაფრით გამორჩეულ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ თავს გამოწურული ლიმონივით გრძნობთ. ასეთი ადამიანები ე.წ. "ენეგროვამპირები" არიან, რომელთათვისაც აუცილებელია სხვების ენერგიის ხარჯზე, საკუთარი ენერგოპოტენციალი როგორმე შეავსონ. მეთოდები სხვადასხვანაირია, ზოგი ამას გამუდმებული წუწუნით და თავის შეცოდებით ახერხებს. ზოგი კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს გარშემო მყოფებთან და მხოლოდ მაშინ მშვიდდება როცა მორიგ "დოპინგს" იღებს დაძაბული კამათის შემდეგ. მოდით განვიხილოთ ის ძირითადი მახასიათებლები, რომელიც ზოგადად ენერგოვამპირს ახასიათებს და მათგან თავის დაცვის გზებზეც ვისაუბროთ.
პირველი ნიშანი რომლითაც თქვენ ამგვარი ადამიანის ამოცნობა შეგიძლიათ, არის მისი გამუდმებული წუწუნი, ნერვოზულობა. ენეგროვამპირი მუდმივად უკმაყოფილოა ცხოვრებით, არ შეუძლია სამსახურში საქმეზე კონცენტრირდეს, ურჩევნია გამუდმებით ესაუბროს თანამშრომლებს და თავს მოახვიოს ჩივილები იმის შესახებ თუ რამდენად აუტანელია მისი ყოფა და როგორ ოცნებობს სხვა, უფრო უკეთეს ადგილას გადაბარგდეს.
გაითვალისწინეთ – ენერგოვამპირისთვის უმთავრესი გზა თქვენგან ენერგიის მისაღებად არის ის, რომ თქვენც ჩაგრთოთ თავის პრობლემებში. გაქციოთ მის გამზიარებლად, გაიძულოთ დაეხმაროთ, უთანაგრძნოთ, ყოველ ჯერზე აძლიოთ რჩევები და მასთან ერთად განიცადოთ მისი ყოფიერების აუტანლობა. სწორედ ასე ახერხებს იგი თქვენგან ენერგეტიკით დაიმუხტოს და მომავალ "წუწუნის სეანსამდე" დაგემშვიდობოთ.
ასეთი ტიპის ენერგოვამპირებისგან ძირითადად სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები იტანჯებიან – თევზები, კირჩხიბები და მერწყულები. ეს იმიტომ, რომ მათ ყოველთვის ახასიათებთ სხვისი პრობლემებით დაინტერესება და ამასთან ერთად ემოციური ველიც ძალზე ძლიერი აქვთ. რაც შესანიშნავი "საკვებია" ენერგოვამპირისთვის.
მეორე ტიპის ენერგოვამპირები ხასიათში გამოვლენილი რადიკალიზმით და განწყობის მუდმივი ცვლით გამოირჩევიან. ყავას ყოველთვის აკლია შაქარი, ტრანსპორტში ყოველთვის ორპირია, ოფისში ძალიან ცხელა ან პირიქით – ცივა... მოკლედ, არავინ ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე, პირიქით მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა მომართული. გეცნობათ სიმპტომები? ე.ი. სადღაც შორიახლოს გყოლიათ ენერგოვამპირი. ამიტომ ფრთხილად. მეტასაც გეტყვით, მას საშინლად აღიზიანებს ვარდისფერი და ზოგადად, ვერ იტანს ქალურ, ნაზ ელემენტებს ჩაცმულობაში. იქნება ეს ბაფთები, ყვავილები, პეპლები ან ამ სიმბოლოებით გაწყობილი აქსესუარები, ნებისმიერი ასეთი დეტალი ვამპირში გაღიზიანებას იწვევს და იგი აუცილებლად შეეცდება დასცინოს მათ მფლობელს. საიმისოდ რომ მისი ემოციების ხარჯზე (წყენა, ბრაზი) მორიგი ენერგეტიკული "ულუფა" მიიღოს საკუთარ ანგარიშზე. წაიკითხეთ სრულად