“ვიტამინების ბომბი”აკადემიკოს ამოსოვისგან

აკადემიკოსი ამოსოვი ამ რეცეპტს ურჩევდა ყველა პოსტოპერაციულ პაციენტს ორგანიზმის სწრაფად აღსადგენად და გასაჯანსაღებლად. და თუკი ადამიანი ჯანმრთელია? ამ "ვიტამინების ბომბის” სარგებლობა შეუფასებელია!
ამოსოვის პასტის რეცეპტი:

ინგრედიენტები:

500 გრ ქიშმიში;

500 გრ კურაგა;

500 გრ ლეღვი (შეგიძლიათ ჩირიც);

500 გრ შავი ქლიავის ჩირი;

500 გრ თაფლი;

2 ჭიქა ნიგოზი;

1 ლიმონი კანიანად.

მომზადების წესი:

1. ყველა ინგრედიენტი გაატარეთ ან დააქუცმაცეთ კომბაინში და დაუმატეთ 500 გრ თაფლი

2. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და გაანაწილეთ ქილებში.

3. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ეს ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნამდვილი საბადო იდეალურია მოსწავლეებისთვის მათი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობებისთვის, სპორტსმენებისთვის და ასაკოვნებისთვის.



mpress.ge