თოქ-შოუ „პროფილი“ განცხადებას ავრცელებს

დღევანდელი „პროფილის“ გადაცემა ეთერში გასვლამდე გახდა განხილვის საგანი. არაერთი განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ ეს კონკრეტული გადაცემა ეთერში არ უნდა გავიდეს. პროტესტი ანონსის გასვლის დღიდან დაიწყო. აზრთა სხვადასხვაობა მოზარდებში სუიციდის გახშირების თემამ გამოიწვია. აღნიშნულ თემას ეხმაურება სახალხო დამცველიც.

რაც შეეხება თოქ-შოუ „პროფილის“ პასუხს, მაია ასათიანი, ფეისბუკის საშუალებით რამდენჯერმე გამოეხმაურა კრიტიკოსებს. იგი თვლის რომ ამ თემასთან მიმართებაში დუმილი დანაშაულია!

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „პროფილის“ წამყვანი სპეციალურ განცხადებას 9 საათიან „კურიერში“ გააკეთებს, ხოლო რამდენიმე წუთის წინ კი სოციალური ქსელით მიმართა საზოგადოებას.

„დღევანდელი გადაცემა არის არა სუიციდზე ,როგორც ამას ის ადამიანები ამტკიცებენ,ვისაც გადაცემა არ უნახავს,არამედ სუიციდის პრევენციაზე !გადაცემის სტუმრები ,გამოცდილი და ძალზე კომპეტენტური ფსიქოლოგები და ფსიქიატრები მსჯელობენ როგორ დავეხმაროთ გარდატეხის ასაკში მყოფი შვილების მშობლებს პრობლემების დაძლევაში! მოვუწოდებ ყველას ხელოვნურად ნუ ქმნიან სკანდალს იქ,სადაც ის არ არის. არ მესმის რატომ კეთდება წინასწარი შეფასებები, როცა გადაცემა არავის უნახავს.დღევანდელი პროფილი არ არის სუიციდზე!“- წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.





newposts.ge