ავღანელი გოგონას ისტორია


1984  წლის ბოლოს მაკკიური ავღანელი დევნილების ბანაკში ნაზირ-ბაგხში (პაკისტანი)  მოხვდა. მას სკოლაში, გოგოების კლასშიც კი ფოტოების გადაღების  ნება დართეს. მოგვიანებისთ სტივმა გაიხსენდა, რომ ის უმალვე შენიშნა, მაგრამ იგრძნო მისი უხერხულობა და დაბნეულობა და ყველაზე ბოლოს მივიდა მასთან. გოგონამ ფოტოს გადაღბის ნება დართო, რაც სტივმა დაუყოვნებლივ გამოიყენა. მას აზრადაც არ მოსვლია ჩაეწერა ან ეკითხა მაინც გოგონას სახელი. მისთვის ის მხოლოდ ერთი ბავშთაგანი იყო ომის ათასი ბავშვიდან. „არ მეგონა თუ ეს ფოტო იმ დღეს გადაღებული ბევრი სხვა კადრისგან რამით განსხვავებული იქნებოდა.“ – აღიარა მოგვიანებით ფოტოგრაფმა.
1985 წელს მისი სურათი “ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” გარეკანზე გამოჩნდა. მას შემდეგ მთელი მსოფლიო აალაპარაკა მისი თვალების სილამაზემ, თვალების, რომლებშიც ერთდროულად ბავშვურობა და მძვინვარება იმალებოდა.
სტივ მაკარის ფოტო გახდა ერთ-ერთი იმათთაგან, რომელმაც ბევრ ადამიანს მოუწურა გული. 1985 წლის ივლისში ის ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდეს. გოგონას საოცარი მწვანე თვალები ყველას დაამახსოვრდა. “ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” ჟურნალის მიხედვით, მას დაერქვა “ავღანელი გოგონა” და 17 წლის განმავლობაში არავინ იცოდა მისი ნამდვილი სახელი.
National Geographic Television მაკარისთან ერთად პაკისტანში გაემგზავრა მწვანეთვალება გოგონას საძებნად. მივიდნენ ნასი ბაგში, სადაც თავის დროზე ფოტო გადაიღო სტივმა, და ვინც კი ნახეს, ყველას აჩვენეს მისი სურათი. ადგილობრივმა სკოლის მასწავლებელმა უთხრა, რომ ის იცნო, მისი ნამდვილი სახელი იყო  ალამ ბიბი  და მეზობელ სოფელში ცხოვრობდა.
მაკარიმ ეს ვერსია გამორიცხა. გოგონა ბანაკში ცხოვრობდა და ავღანეთში უნდა დაბრუნებულიყო წლების წინ. ახლა წესით ტორა ბორას მთების სიახლოვეს უნდა ყოფილიყო. იქამდე მისვლას სამი დღე დასჭირდა. კითხვა-კითხვით მალე ინფორმაციის მოპოვება შეძლო. გოგონას სოფლამდე კიდევ 6 საათიანი სამანქანო გზა და 3 საათიანი საძრომიალო იყო. როცა მის სახლში შევიდა და დაინახა, თქვა: “ეს ის არის!”
გოგონას, ახლა უკვე ქალბატონის, სახელია შარბატ გულა, ანუ ყვავილის წვენი. ის პუშტუნია და მომთაბარე ავღანებს მიეკუთვნება. მას შემდეგ ბევრი ომი თუ დაპირისპირება გამოიარა. მისი ასაკი (2001 წელს, როცა შეხვდნენ) იყო 28, შეიძლება 29 ან 30-ც (ვერც  თვითონ  მან  და  ვერც  სხვამ  შეძლო  გოგონას  ასაკის  დადასტურება) .
დრომ და გაჭირვებამ თან წაიღო მისი ახალგაზრდობა და სინორჩე. კანი გაუხეშებული აქვს, ყბის მოყვანილობაც ცოტათი შეეცვალა. თუმცა თვალები ისევ უელავს – ამას ვერაფერი დააკლო დრომ.

 

23 წლიანი ომისას 1.5 მილიონი ადამიანი დაიღუპა, 3.5 მილიონი კი ლტოლვილად იქცა – ეს არის ავღანეთის ისტორია გასული საუკუნის ბოლო მეოთხედში. არ არსებობს ოჯახი, რომელმაც ომის სიმწარე არ იგემა. შარბატი ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა ქვეყანა საბჭოეთის დამპყრობლურ მარწუხებში მოექცა. უამრავი სოფელი, მათ შორის მისიც, ომმა შეიწირა და ააოხრა. სავარაუდოდ 6 წლის იყო, როცა საბჭოთა კავშირის მხრიდან დაბომბვის დროს მშობლები დაეხოცა. მკვდრები ღამით დამარხეს. თითქოს ცაც სისხლით შეიღება.
“ავღანეთში ბრძოლა იყო, ჩვენ გარიდება გადავწყვიტეთ” – შარბატის ძმა, კაშარ ხანი. “ყველგან რუსები იყვნენ. ისინი განურჩევლად ხოცავდნენ ყველას. ჩვენ არჩევანი არ გვქონდა.”
ბებიის დახმარებით ის და მისი 4 და პაკისტანში გადავიდა. ერთი კვირის განმავლობაში თოვლიან მთებს მიუყვებოდნენ, თან საბანი ჰქონდათ მოხურული, რომ არ გაყინულიყვნენ.
“არ ვიცოდით, როდის გამოჩნდებოდნენ თვითმფრინავები. ძირითადად გამოქვაბულებში ვიმალებოდით.”
მოგზაურობა, რომელიც მშობლების სიკვდილის შემდეგ დაიწყო და მთებში ძრომიალით გაგრძელდა, ბანაკში უცნობებთან დასახლებით დასრულდა.

img


“მას ახსოვს ეს მომენტი – ფოტოგრაფმა სურათი, რომ გადამიღო”. ახსოვს, რომ გაბრაზებული იყო. ფოტოგრაფი მისთვის უცნობი პიროვნება გახლდათ. გოგონას მანამდე ფოტო არ გადაეღო. ისინი ერთმანეთს 17 წლის შემდეგ შეხვდნენ. ეს მომენტი ფოტოგრაფსაც ახსოვს. ლტოლვილთა ბანაკი პაკისტანში კარვებით იყო გადატენილი. ერთ-ერთ კარავში მორცხვი გოგონა შენიშნა და მიუახლოვდა. შემდეგ გადაღებაზე დაითანხმა. “მე არ მეგონა, თუკი ეს ფოტო იმათზე უფრო ცნობილი გახდებოდა, ყოველდღე რომ ვიღებდი.”


img


შარბატი მზეს ასწრებს ადგომას და დღეს ლოცვით იწყებს. შემდეგ წყაროზე მიდის და წყალი მოაქვს. სახლში რომ ბრუნდება, საჭმელს ამზადებს, ალაგებს და ასუფთავებს, სარეცხს რეცხავს. ცხოვრების მთავარი აზრი მისთვის შვილები არიან. რობინა 13-საა, ზაჰიდა 3-ის. ალია კი სულ პატარაა, 1 წლის. მეოთხე შვილიც ჰყავდა, გოგონა, მაგრამ ადრეულ ბავშვობაში დაიღუპა. შარბატმა არ იცის, რა არის ბედნიერი დღე. მხოლოდ ერთადერთხელ ნახეს ის გაღიმებული და მშვიდი – მისი ქორწილის დღეს. პრესაში რამდენჯერმე წამოიჭრა შეცდომის ალბათობის საკითხი, ფოტოებზე აღბეჭდილი ქალის ზედა ტუჩი, ცხვირი, სახის პროპორციები, თვალების ზომა ძალიან განსხვავებულია. თვითონ ფოტოგრაფი კი დარწმუნებულია, რომ არ შემცდარა. „მე არ მჭირდება მეცნიერული მტკიცებულებები, მე ისედაც ვხედავ, რომ ეს იგივე გოგოა, რომელსაც 1984 წელს ფოტო გადავუღე.“