როგორ გავიღიავოთ თმის ფერი ნატურალური ინგრედიენტების დახმარებით? მარტივია!

როგორ გავიღიავოთ თმის ფერი ნატურალური ინგრედიენტების დახმარებით? გოგონა ვიდეოში აი, ასეთ მეთოდს გირჩევთ.


2–3 ს/კ მდუღარე წყალში გვირილას ჩაის პაკეტი რამდენიმე წუთით ჩადეთ. მიღებულ ჩაის 1 ს/კ თაფლი და ცოტა ლიმონის წვენი დაუმატეთ. მასას კარგად მოურიეთ. შეგიძლიათ ის თმაზე ფუნჯით დაახლოებით 15 წუთით წაისვათ. ამის შემდეგ სითბოში (მაგალითად მზეზე) გადადით. თავი ჩვეულებრივად დაიბანეთ. პროცედურა რამდენიმე დღეში ერთხელ, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიმეორეთ და შედეგს აუცილებლად შეამჩნევთ.


aww.ge