ქართული შოუბიზნესის ცნობილი დედმამიშვილები
- 2016-01-29 08:16:53
- 5147 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქართულ შოუბიზნესში ხშირად გვხვდებიან ერთი ოჯახის წარმომადგენელი ცნობილი სახეები. დები, ძმები თუ და-ძმები ერთსა და იმავე, ან სხვადასხვა სფეროში ერთნაირი წარმატებით მოღვაწეობენ. AMBEBI.GE იმ დედმამიშვილების შესახებ გიამბობთ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით პოპულარულები გახდნენ.
და-ძმა ყიფშიძეები
გიორგი და ლენუკა ყიფშიძეები ცნობილი ქართველი მსახიობის, ზურა ყიფშიძის შვილები არიან. გიორგი მამის კვალს გაჰყვა და პროფესიით მსახიობია. ის თუმანიშვილის თეატრში მოღვაწეობს. გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო ფილმში და სერიალში. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტებში, ასევე "ნიჭიერის" ერთ-ერთი წამყვანია. შედარებით იშვიათად ჩანს ტელესივრცეში მისი და ლენუკა ყიფშიძე. იგი მოდელია და თბილისის მოდის კვირეულებზე სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებებზე ხშირად გამოდის.
დები ქორქიები
ლიკა და ანი ქორქიები ქართულ სატელევიზიო სივრცეში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდნენ. მომხიბვლელი დების კარიერა სამოდელო საქმიანობით დაიწყო, მათი გამოჩენა პოდიუმზე და ფოტოსესიებში შეუმჩნეველი არავის დარჩენია. სამოდელო სფეროს პარალელურად, გოგონებმა მალევე დაიწყეს მოღვაწეობა სატელევიზიო სივრცეში. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში ტელეწამყვანის და შოუს წამყვანის პოზიციებს იკავებდნენ. ლიკა ქორქიამ მსახიობობაშიც მოსინჯა ძალები. ის რამდენიმე ფილმში გადაიღეს.
წაიკითხეთ სრულად