დედა 35 წლისაა, შვილი კი - 90-ის...მათმა საიდუმლომ მსოფლიო შოკში ჩააგდო

კოლუმბიელი მაგალი გონსალეს სიერა თავს ჩვეულებრივ მოზარდად გრძნობს. მას უყვარს ცეკვა, მუსიკა, ვარდისფერი, დეკორატიული კოსმეტიკა. მაგრამ მაგალი სხვებისგან ძალიან განსხვავდება.



გოგონა მხოლოდ 15 წლისაა, მაგრამ 90 წლის მოხუცს ჰგავს...თითქოს ვიღაცა ჯადოქარმა მოხუცის სხეულში მოათავსა. მაგალის დამოუკიდებლად მოძრაობა არ შეუძლია, ყოველდღიურად წონას კარგავს, მისი სახე ნაოჭებით იფარება.



გოგონა იშვიათი გენეტიკური ანომალიისგან პროგერიისგან იტანჯებოდა. ახალდაბადებულები თავიდან ჩვეულებრივად გამოიყურებიან. ვერავინ წარმოიდგენს, რომ მათ რაღაც სჭირთ.



დაავადება 18-19 თვის შემდეგ იწყებს გამომჟღავნებას. დაბერების პროცესი დროის ყველანაირ კანონებს არღვევს და ბავშვები მოხუცებს ემსგავსებიან. ისინი წონას და თმას მალევე კარგავენ, კანი უნაოჭდებათ, ინსულტისგან შეიძლება გარდაიცვალონ. მაგრამ მაგალი არ აპირებდა დაავადებას დანებებოდა.



პროგელიით დავადებული ბავშვების უმეტესობა 13 წლამდეც კი ვერ ცხოვრობს. მაგალიმ კი ყველანაირი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და თავისი 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება.



გოგონას დედა სოფია იხსენებს:“მაგალის ძალიან უნდოდა, რომ 15 წლის ასაკამდე ეცხოვრა, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ეს მნიშვნელოვანი რიცხვია. მას ნამდვილი დღესასწაულის გაკეთება სურდა. მშვენივრად ხვდებოდა, რომ ვერ იცეკვებდა, მაგრამ უნდოდა, რომ სხვებს ეცეკვათ და ემხიარულად“.



კოლუმბიელების ტრადიციის მიხედვით ზუსტად 15 წლის ასაკში ადამიანი უკვე ზრდასრული ხდება.



მაგალი დაბადების დღეზე ნამდვილი დღესასწაული მოეწყო. მისმა მეგობრებმა შესანიშნავი ნომრები დადგეს. მშობლებიც და მაგალიც ბედნიერები იყვნენ.



მოამზადა ელენ გურიელმა


mediamall.ge