რამდენიმე საათი ის მკვდარი დედის გვერდით იწვა - შოკისმომგვრელი ისტორია

იმ დილას, 25 წლის ჯენი გრობეკის მამამ იგრძნო, რომ მისი შვილი არ იყო კარგად. ის მაშინვე, დაუფიქრებლად მისკენ გაეშურა. აღელვებულ კაცს სახლში არავინ დახვა, რამაც კიდევ უფრო ააფორიაქა. რაც არ უნდა იყოს, ჯენის შესახებ მან 14 საათის შემდეგ შეიტყო...

იმ ზამთრის ცივ დილას, გოგონა თავის შვილთან ერთად ავარიაში მოყვა. ჯენის მანქანა პირდაპირ მდინარეში გადაეშვა. დედა და შვილი გაყინულ წყალში აღმოჩნდნენ.

გავიდა 14 საათი, სანამ მანქანას მდინარეში შეამჩნევდნენ - ადგილი სადაც ჯენი ჩავარდა, დასახლებული პუნქტიდან მოშორებული იყო. მეთევზეებმა მაშინვე სამაშველო სამსახურს გამოუძახეს. მაშველები ადგილზე მალევე მივიდნენ, როდესაც მანქანისკენ მისვლას ცდილობდნენ, მათ ქალის ყვირილი ესმოდათ. მამაკაცები პასუხს სცმედნენ და იმედი ჰონდათ, რომ ავტომობილში გადარჩენილები იყვნენ.

როდესაც მანქანა ნაპირზე ამოიყვანეს, დაინახეს, რომ ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იყო. ხოლო ბავშვი ჯერ კიდევ სუნთქავდა. მოგვიანებით ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მანქანის აღმოჩენის მომენტისთვის ჯენი უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო. მაშველები შოკში იყვნენ...ვერავინ ხსნიდა, რატომ ესმოდათ ქალის ყვირილი. ზუსტად ქალის და არა ბავშვის. მაშველებს გარკვევით ესმოდათ -„მიშველეთ“.

პატარა ლილი საავადმყოფოში მაშინვე იქნა გადაყვანილი. ექიმები ამბობენ, რომ კიდევ ერთი წუთიც და ბავშვი ვეღარ გადარჩებოდა. ახლა კი მთელი ცხოვრება ლილი იმ მისტიური ხმის მადლობელი იქნება, რომელმაც სიცოცხლე გადაურჩინა.




მოამზადა ელენე გურიელმა