
რუსეთის პატრიარქი კირილე I – „იაპონჩიკი“: მსგავსება და ფაქტები (4 ფოტო)
- 2016-02-02 11:30:07
- 13087 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

2009 წლის შემდეგ ხშირად გამხადარა დავის საგანი, ერთი და იგივე პიროვნება არის თუ არა ვიაჩისლავ ივანკოვი, იგივე „იაპონჩიკი“ და რუსეთის პატრიარქი – კირილე I.
სანამ გავაგრძელებდეთ სტატიას, ეჭვის საფუძვლიანობაში ფოტო დაგეხმარებათ.
ვიაჩისლავ ივანკოვი 2009 წელს მოკლეს, ასევე 2009 წელს აირჩიეს პატრიარქად კირელე I. თუმცა ეს დამთხვევა გამოძიებას საჭიროებს. არის კიდევ ერთი ფაქტორი – ვიაჩისლავ ივანკოვს არასდროს აღიარებდნენ ქართველები, როგორც ქურდულ ავტორიტეტს და „იაპონჩიკს“ მუდამ უწევდა მათთან დაპირისპირება, შეიძლება ითქვას, სძულდა ისინი. პატრიარქი კირილე I-ც გამოირჩევა ქართველებისადმი აგრესიით. ცნობილია ინფორმაცია, რომ აგვისტოს ომის დროს „ერთმორწმუნე“ ერის პატრიარქმა დალოცა მეომრები და კურთხევა მისცა ჯარისკაცებს ომში.
ვიაჩისლავ ივანკოვი პუტინისთვის მუდმივი „თავისტკივილი“ იყო, ასევე, მას სჭირდებოდა ეკლესიის დაქვემდებარება საკუთარი ძალაუფლებისთვის, შესაბამისად, საუკეთესო გამოსავალი შესაძლოა ის ყოფილიყო, რაც 2009 წელს მოხდა.
ვიაჩესლავ ივანკოვი საზღვარგარეთ, ამერიკაში ცხოვრობდა, როდესაც ის ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, რუსეთმა მოითხოვა მისი ექსტრადაცია, ხოლო შემდეგ გაათავისუფლეს სასამართლო პროცესიდანვე. ეს რუსეთის მთავრობისთვის არადამახასიათებელი ნიშანია და შესაძლოა, ამის უკან იმალებოდა გარკვეული გარიგებები. „იაპონჩიკი“ გათავისუფლების შემდეგ, კვლავ ამერიკაში გაემგზავრა. ახლოვდებოდა სოჭის ოლიმპიადა. რუსეთის მთავრობას სჭირდებოდა უმაღლესი დაცვის უზრუნველყოფა. ამ დროს რუსეთი, როგორც სსრკ-ს დროს, კრიმინალური სამყაროს თავშესაფარი იყო. სოჭის ოლიმპიადის წინასამზადისმა გამოაცოცხლა და გაააქტიურა კრიმინალური დაჯგუფებები. სოჭს „დედჰასანი“ და „შუშანაშვილი“ აკონტროლებდნენ, მდგომარეობის მოსაწესრიგებლად კი რუსეთის მთავრობას რეიდების მოწყობა არ წაადგებოდა, რადგან მსოფლიო თვალს ადევნებდა წინასამზადის პროცესს და რუსეთი სრულ მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო, საერთაშორისო დონის ოლიმპიადისათვის და უმაღლესი ჩინის მქონე სტუმრების მისაღებად.
ამ დროს ასპარეზზე სრულიად მოულოდნელად, ჩნდება ვიაჩესლავ ივანკოვი. ის მოსკოვში ბრუნდება, რათა ქართველი კრიმინალები „ჭკუაზე მოიყვანოს“. ის მიდის შეხვედრაზე კაფე „აისკი სლონში“, სადაც სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლება. ის გაურკვეველ ვითარებაში გადაჰყავთ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვლება, თუმცა მისი ცხედარი არავისთვისაა ცნობილი, არავის არასდროს უნახავს. რუსეთის მთავრობას გამოუვიდა ის, რაც სურდა. „იაპონჩიკის“ „სიკვდილის“ შემდგომ, მთელმა კრიმინალურმა სამყარომ დაივიწყა სოჭი და გადაერთო მომხდარ ამბავზე. მათმა უმრავლესობამ დაადანაშაულა ტარიელ ონიანი.
რუსეთის მთავრობის შესაძლო გეგმამ გაამართლა. მსოფლიოს ყურადღება სოჭისკენაა მიპყრობილი, მთელი კრიმინალური სამყაროს ყურადღება კი ბარსელონაზე, სადაც შუშანაშვილმა დააყენა „იაპონჩიკის“ მკვლელების საკითხი. ამ დროს, არავის უნახავს ვიაჩისლავ ივანკოვის ცხედარი. ყველაფერი ჩაივლის, ჩატარდება ოლიმპიადა, ცხოვრების დინება ჩვეულ რიტმს ეძლევა და რუსეთს პატრიარქად კირილე I ევლინება. მან თავიდანვე გამოავლინა თვისებები, რომელიც პატრიარქისთვის არადამახასიათებელია. პირველ რიგში კი, მედია ალაპარაკდა მისსა და ივანკოვის ვიზუალურ მსგავსებაზე.
ასევე, მედიამ დააფიქსირა სურათები, სადაც კირილე I იმყოფება 60 000$-ად შეფასებულ იახტაზე, რაც ასევე არადამახასიათებელია პატრიარქისთვის და რუსული მედია და ისტორიაც ამას ამბობს, რომ კირილე I – პირველი პატრიარქია რუსეთის ისტორიაში, რომელსაც მსგავსი ფაქტები აღმოუჩინეს. რუსულ მედია-სივრცეში გამოჩნდა დეტალებიც, რომ კირილეს სახელზე უამრავი სათამაშო/პროსტიტუციული ბიზნესია გაფორმებული, თუმცა ამას გადამოწმება სჭირდება.
ფაქტები არსებობს, რათა ეჭვის საფუძველი გააჩინოს, თუმცა ეს მაინც ყველასთვის დახურული თემაა, ზედმეტად გასაიდუმლოებული და, რაც ცნობილია, უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს.
infolab.ge