
შვეიცარიაში, მოსახლეობა ყოველთვიურად 2 250 ევროს მიიღებს! უმუშევრებიც კი...
- 2016-02-02 22:00:52
- 3931 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

შვეიცარიაში ეკონომისტების ჯგუფმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ მახოვრებლებს ყოველთვიურად სახელმწიფო 2 2500 შვეიცარულ ფრანკს ( 2 250 ევროს) გადაუხდის, იმის მიუხედავად მუშაობს ადამიანი თუ არა. ხოლო ბავშვებისთვის 625 ფრანკის გადახდას ფიქრობენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული იქნება კენჭისყრა და შვეიცარია, შესაძლოა, გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა სტაბილური შემოსავლით.
ეკონომისტების ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ხალხი მაინც გააგრძელებს მუშაობას. მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვებიც ამას ადასტურებს. მხოლოდ 2 %-მა პროცენტმა აღიარა, რომ სამუშაოს თავს დაანებებს, 8%-მა კი ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლოა, რაღაც მიზეზებისდა გამო წამოვიდნენ სამსახურიდან.
კენჭისყრა ამა წლის ივნისშია ჩანიშნული.
ეს იდეა სახელმწიფოს წელიწადში 208 მილიარდი ფრანკი დაუჯდება.
mediamall.ge
მოამზადა ელენე გურიელმა