
მამამ ინტერნეტში ფოტო გამოაქვეყნა, ნახეთ რა დაუწერა მას პედიატრმა კომენტარებში
- 2016-02-03 12:43:35
- 4178 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ახალგაზრდა მამამ გადაწყვიტა თავისი მეგობრებისთვის ახალშობილი შვილის ფოტო გაეზიარებინა. მან ბავშვის სასაცილო ფოტო გამოაქვეყნა. სურათმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ბევრმა სახუმარო კომენტარი დაწერა. განსაკუთრებით ბევრს ხუმრობდნენ, რომ გოგონა არასდროს გაყვებოდა ცოლად წვერებიან და ტატუებიან მამაკაცს. მაგრამ უამრავ სასაცილო კომენტარს შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც ახალგაზრდა მამა სერიოზულად შეაშინა. კომენტარის ავტორი პედიატრი იყო, აი რა დაწერა მან:
„მეჩვენება თუ ბავშვს მოყვითალო თვალები აქვს? დაზუსტებით თქმა არ შემიძლია, რადგანაც ფოტო ზოგჯერ თავისით აყვითლებს. მაგრამ მეჩვენება, რომ გოგონას კანი და თვალის გუგები მოყვითალო ფერისაა. ეს შეიძლება ფიზიოლოგიური სიყვითლე იყოს...მაგრამ ვიმედოვნებ, რომ პატარას არაფერი სჭირს და ეს უბრალოდ ჩემი პროფესიული პარანოიაა“.
მზრუნველმა მამამ გადაწყვიტა ბავშვი საავადმყოფოში შესამოწმებლად მიეყვანა. პოლიკლინიკის ექიმებმა დაადასტურეს, რომ გოგონას ახალშობილების ფიზიოლოგიური სიყვითლეს სჭირდა. საბედნიეროდ ამ დაავადებამ ბავშვს არაფერი დაუზიანა. მას უბრალოდ მეტ ხანს მზეზე უნდა გაეტარებინა დრო და მკურნალობის კურსი ჩაეტარებინა. მაგრამ მშობლებს, რომ არ მიექციათ ყურადღება, შეიძლება სამწუხარო შედეგებამდე მისულიყვნენ.
vitube.ge