"ქმარმა მაგდა პაპიძეს მეგობარ მამაკაცთან შეუსწრო"

გადაცემა "პროფილი" გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე 19 დეკემბერს მომხდარი შემზარავი მკვლელობის შესახებ აქამდე უცნობ დეტალზე საუბრობს.
"პროფილის" ჟურნალისტი წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამსახურიდან მოულოდნელად დაბრუნებულ ომარ ქაფიაშვილს მეუღლე, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაგდა პაპიძე მეგობარ მამაკაცთან ერთად დახვდა.
მამაკაცმა, როგორც წყარო იუწყება, სახლიდან გაქცევა მოასწრო და ამჟამად მონასტერში იმყოფება. "პროფილის" ჟურნალისტმა გადაცემაში ჩართვისას ცხედრის შემთხვევის ადგილიდან გატანის ერთ-ერთ ვერსიაზეც ისაუბრა.
წყაროზე დაყრდნობით გადაცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაგდა პაპიძეს ქმრის ცხედარი სახლიდან მარტოს არ გაუტანია.
სახლიდან რამდენიმე მეტრში მან დაინახა მამაკაცი, რომელიც ნაგვის ურნაში ეძებდა საკვებს და მას ნარჩენების გატანა სთხოვა, სანაცვლოდ კი 60 ლარი შესთავაზა.
მამაკაცი თავიდან დასთანხმდა პაპიძის წინადადებას ხოლო მას შემდეგ რაც პოლიეთილენის პარკში გახვეული გვამი ნახა სადარბაზოდან გაიქცა.

შეგახსენებთ, დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 წლის მამაკაცი და მისი 5 წლის შვილი მოკლული იპოვეს. ცხედრები სადარბაზოს შესასვლელთან იპოვეს. მამაკაცის დაღუპვის მიზეზი თავში მძიმე საგნის ჩარტყმა გახდა, ხოლო ბავშვი - გაგუდულია. დაკავებულია მომხდარში ბრალდებული 25 წლის წლის მაგდა პაპიძე, რომელსაც ბრალად მეუღლის და შვილის მკვლელობა ედება.


newposts.ge