"თავისუფლების მოედანზე" 5 ახალგაზრდა დააკავეს

გვიან ღამით, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან", სადაც სამართალდამცავებმა 5 ახალგაზრდა დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულებმა მეტროში ქცევის წესები დაარღვიეს და პოლიციელის მითითებებს არ დაემორჩილნენ.
დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა ედებათ.

5 ახალგაზრდის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქალაქო სასამართოს მოსამართლე იმსჯელებს.



newposts.ge