ნინუცა, შენ ხარ "დაუნი", რომელიც მსოფლიოს მირჩევნია! (ვიდეო)
- 2016-02-05 10:04:33
- 1884 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ნინუცა, შენ ხარ "დაუნი", რომელიც მსოფლიოს მირჩევნია!
მიყვარხარ ნინო. დღევადელი დღე ბოლო წვეთი იყო. თუკი აქამდე რამეს ან ვინმეს ვუწევდი ანგარიშს, თუკი ქამდე ბოლომდე ვერ გიცავდით შენ და შენს მეგობრებს, თუკი აქამდე ვერ ვიყავი ის ვინც უნდა ვიყო, ვფიცავ ყველა იმ ბედნიერ წამს, რომელიც მაჩუქე და რომელიც უნდა მაჩუქო, ვფიცავ შენს ალალ, უბოროტო, სიყვარულით სავსე გულს, ვფიცავ შენს გულწრფელ, ხალას ღიმილს, შენს სიცოცხლეს ვფიცავ დედი - ვერასოდეს, ვერავინ ვეღარ გაბედავს შენს დამცირებას, დაკნინებას, შეურაცხყოფას. იმას, რაც ყველაზე ძვირფასი აქვს კაცობრიობას, სიკეთის და სიყვარულის 21 ქრომოსომა, ბოღმის გადმოსანთხევად ვეღარ გამოიყენებს ვერავინ. მიყვარხარ ნინო, სიგიჟემდე მიყვარხარ დედიკო." - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.