
მას ტყუპები შეეძინა, 4 წლის შემდეგ შოკისმომგვრელი რამ აღმოაჩინა და ყველაფერი შეიცვალა
- 2016-02-07 09:07:52
- 3129 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რამდენიმე თვის წინ, კალიფორნიის შტატში მცხოვრებმა ქალბატონმა გადაწყვიტა ერთი უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაეტარებინა სახლის პირობებში. ბრანდი, რომელიც 2 ტყუპის - ბლეინის და რაილის დედაა, მიხვდა თუ რა ფაქტის წინაშე შეიძლება დადგეს ერთ მშვენიერ დღეს თითოეული ადამიანი. ქალბატონმა ექსპერიმენტი ფეისბუქზე მეგობრებს გაუზიარა, კერძოდ, მისი მიზანი იყო, ენახა თუ რამდენჯერ გაიხედებოდნენ მისი შვილები თამაშის მომენტში დედისკენ. ბრანდი კუთხეში დაჯდა და ტყუპებს ასე აკვირდებოდა.
,,დღეს ჩავატარე ასეთი ექსპერიმენტი. ჩემი ბიჭების თამაშის მომენტში, კუთხეში ჩუმად ვიჯექი და მაინტერესებდა, სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერ გამომხედავდნენ ისინი, თუ როგორი რეაქცია მაქვს მათ მოქმედებაზე? რა მოხდებოდა, თუკი ჩემი ყურადღება მიპყრობილი იქნებოდა არა მათკენ, არამედ ტელეფონიდან მესიჯების გაგზავნაზე. ჩემმა შვილებმა 28-ჯერ გამომხედეს. მე რომ მათთვის ყურადღება არ მიმექცია, ისინი იფიქრებდნენ რომ დედისთვის მათზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც ინტერნეტში ხდება, ვიდრე ცხოვრებაში.
სამყაროში, სადაც უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენი ,,ლაიქი" გაქვს გვერდზე, სადაც ჩვენს ძვირფას დროს ვატარებთ არა უახლოეს ადამიანებთან, არამედ მეზობელ ოთახში ტექსტური შეტყობინებებით ვართ დაკავებული. მე გთხოვთ, რომ გავხდეთ სხვანაირები. დაუთმეთ მეტი დრო უახლოეს ადამიანებს, ჩვენი შვილების თაობა ამას უყურებს, მათ უნდა ვასწავლოთ, როგორი უნდა იყვნენ ისინი ზრდასრულ ასაკში. ნუ იქნებით ზედმეტად დაკავებული სოციალური ქსელებით, რადგან არ იცით, რამდენად საჭირო შეიძლება იყოთ იმ მომენტში თქვენს ირგვლვ მყოფთათვის..."
newposts.ge