რატომ დადიან გოგონები ტუალეტში წყვილებად?
- 2016-02-07 18:59:47
- 2043 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დაგბადებია ალბათ შეკითხვა, თუ რატომ დადიან გოგონები ტუალეტში წყვილებად, ან მეტიც - ჯგუფურად. მაგალითად, მე ყოველთვის მაწუხებდა ეს შეკითხვა, და გუშინ გამოვკითხე ჩემი ნაცნობი გოგონები, რომლებიც დიდი ჯარით დადიან საპირფარეშოში.
მივიღე აბსოლუტურად სხვადასხვა პასუხები, მაგალითად, გოგონები დადიან ტუალეტში ერთად იმიტომ რომ:
- "სანამ შენი დაქალი ფსავს, შენ უნდა დაიკავო მისი ჩანთა, სმარტფონი და ა.შ.", თითქმის ყველა ბარის ტუალეტში არის საკიდი, სადაც შეგიძლია დაკიდოთ ჩანთები, პალტოები და ქურთუკები. თუ თქვენ ხართ ბუნებაში - ერთი-ორი ტოტი აუცილებლად მოიძებნება
- "ტუალეტში მარტო სიარული არ არის საინტერესო", დუმილის ერთჳ წუთი... ტუალეტში საინტერესო სიარული მე წარმომიდგენია შემდეგნაირად: ერთი დაქალი ჩაკეტილია კაბინაში, მეორე დგას მის კარებთან და "National Geographic"-ს უკითხავს
- "გოგონები ტუალეტში საჭორაოდ გადიან", ანუ თუ შენ მეგობრებთან ერთად წახვედი ბარში, და გოგონების რაზმი გავიდა ტუალეტში, ე.ი. ისინი შენ აუიცლებლად გაგჭორავენ
- "საცხსა და ჩრდილებს ვუზიარებთ ერთმანეთს", ანუ თუ შენი შეყვარებულის დაქალს აქვს ჰერპესი → შენს შეყვარებულს ექნება ჰერპესი → შენ გექნება ჰერპესი. გილოცავ! ან თუ შენი შეყვარებულის დაქალს აქვს ვირუსული ჯიბლიბო → შენს შეყვარებულს ექნება ვირუსული ჯიბლიბო → შენ არ გექნება ვირუსული ჯიბლიბო, თუმცა აღარც შეყვარებული გეყოლება
- "ტუალეტში ერთად სიარული უსაფრთხოა", რა თქმა უნდა უსაფრთხოა, თუ ერთ-ერთ დაქალს წამოღებული აქვს ბაზუკა
არა, ჩვენ ვერასდროს გავიგებთ ამ საიდუმლო რიტუალს, და ალბათ არც არის საჭირო ამის გაგება.